2 აპრილამდე, როცა ჩემპიონთა ლიგაში "იუვენტუსისა" და "ბაიერნის" პირველი დუელი უნდა შედგეს, დიდი დრო აღარ რჩება და სწორედ ამ დროს გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ გერმანული გრანდის ხელმძღვანელებმა "იუვეს" საყრდენი ნახევარმცველის,
არტურო ვიდალის გადაბირებაზე ზრუნვა დაიწყეს. "ბაიერნს" ვიდალი რომ აინტერესებს, ეს ძველი ამბავია:
მიუნხენელებს 25 წლის ჩამშლელის ხელში ჩაგდება 2011 წლის ზაფხულშიც სურდათ და მაშინ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვიდალმა მიუნხენს ტურინი ამჯობინა.
იტალიური გამოცემა "ტუტოსპორტის" ცნობით, წინა კვირაში "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი
კარლ-ჰაინც რუმენიგე "იუვენტუსის" პრეზიდენტ
ანდრეა ანიელის დაუკავშირდა და ვიდალზე ჩამოუგდო სიტყვა, მაგრამ ჩვენი იტალიელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ანიელის ვიდალის გაშვება არ უნდა და არც თავად ფეხბურთელს სურს "იუვედან" წასვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:არტურო ვიდალი: დავამტკიცეთ, რომ "იუვენტუსი" ევროპაშიც ძლიერია