"ბაიერნის" შეფები კიდევ ერთხელ შეხვდნენ პეპ გვარდიოლას

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენში არ ჩადის, რადგან პირობა დადო, რომ სეზონის ბოლომდე "ბაიერნის" ამჟამინდელ თავკაც იუპ ჰაინკესს ხელს არ შეუშლის.

შესაბამისად, "ბაიერნის" ხელმძღვანელები მას სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ გერმანიის საზღვრებს მიღმა, საიდუმლოდ ხვდებიან ხოლმე. რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი მათიას ზამერი 42 წლის ესპანელ მწვრთნელს ამჯერად ბარსელონაში ესტუმრნენ.

"ბილდის" ცნობით, შეხვედრის თემა ამჯერად საკადრო პოლიტიკა იყო. გვარდიოლას კატალონიური გრანდიდან მიუნხენში ვიდეო-ანალიტიკოსების, ტორენტისა და პლანშარის წაყვანა უნდა. მათ "ბარსასთან" კონტრაქტები ივნისამდე აქვთ გაფორმებული და ცნობილია, რომ "ბაიერნში" გადასვლა სურთ.

"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა
გვარდიოლასთან შეხვედრის დეტალებზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. შეგახსენებთ, რომ რუმენიგე და ზამერი პეპს მანამდე 26 თებერვალს, ციურიხში შეხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლ-ჰაინც რუმენიგემ პეპთან საიდუმლო შეხვედრის დეტალები გაამხილა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული