"დორტმუნდი": სებასტიან კელის ბრძოლა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" 33 წლის კაპიტანი სებასტიან კელი გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა, მაგრამ არასახარბიელო მდგომარეობაშია.

საქმე ისაა, რომ მის არყოფნაში "დორტმუნდის" საყრდენი ნახევარმცველები ილქაი გიუნდოგანი და ნური შაჰინი ძალიან კარგად ათამაშდნენ - 22 წლის გიუნდოგანმა და 24 წლის შაჰინმა "ფრაიბურგთან" 5:1-ზე მოგებულ მატჩში შესანიშნავად ითამაშეს. შესაბამისად, კელს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს.

"ფაქტია, რომ ნახევარდაცვის ცენტრში ჩვენთან უდიდესი კონკურენციაა. მწვრთნელის განკარგულებაში 4 უმაღლესი კლასის საყრდენი ნახევარმცველია: შაჰინი, გიუნდოგანი, სვენ ბენდერი და მე. ვფიქრობ, რომ იურგენ კლოპი როტაციას მიმართავს
- რაკი ჩემპიონთა ლიგაშიც ვთამაშობთ, ეს ძალიან გვჭირდება,
" - აცხადებს კელი.

კლოპს ამასთან დაკავშირებით ასეთი აზრი აქვს: "მთავარი ის კი არ არის, ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში, არამედ ის, თუ როგორი საყრდენები გვჭირდება რომელიმე მატჩისთვის კონკრეტულად და ვის როგორ უნდა გადავუკეტოთ ზონები."

ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნების გარდა, კელი ახალი კონტრაქტისთვისაც იბრძვის. სებასტიანის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა ამ სეზონის დასრულებისთანავე გასდის, ახალი კონტრაქტი კი ჯერ არ გაფორმებულა. ცნობილია, რომ კელს აშშ-ში, კერძოდ, "ჩიკაგოში" ეპატიჟებიან, მაგრამ დორტმუნდელები თავიანთ კაპიტანს ალბათ მაინც ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნური შაჰინი "დორტმუნდში" დაბრუნდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული