ბუნდესლიგა. XXIX ტური: ჟოზე მოურინიო ფიურტში [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნი" უკვე უკიდურესად ექსპერიმენტული შემადგენლობითაც კი ძალიან იოლად იგებს. როგორც ჩანს, მიუნხენელებს ისე უნდათ "დორტმუნდის" ქულების რეკორდის დამხობაც და 100 გოლის გატანაც, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ვის როდის და სად ათამაშებს რეკორდმაისტერის თავკაცი იუპ ჰაინკესი - გუნდი იგებს, თანაც, დიდი ანგარიშით.

"ბაიერნმა" ამჯერად "ნიურნბერგი" იმსხვერპლა - გუნდი, რომელმაც პირველ წრეში რეკორდმაისტერთან ფრე გაახერხა, ახლა 0:4 განადგურდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ სათადარიგო მეკარე ტომ შტარკე, ასევე - რაფინია, კონტენტო, ტიმოშჩუკი, შაჩირი, პისარო და თვით ემრე ჩანიც,
რომელსაც შეცვლაზეც კი ძალიან იშვიათად ათამაშებენ ხოლმე.

მეორე ტაიმში "დონ იუპმა" თამაშში 17 წლის პიერ-ემილ ჰოიბერგიც ჩართო, რომლისთვისაც ეს პირველი მატჩი გახლდათ ბუნდესლიგაში. დანიელი ცენტრალური ნახევარმცველი შაბათს 17 წლისა და 251 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნისთვის" ბუნდესლიგაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.

"ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს, სასწაული მოხდა! პირველი ათი წუთი მეშინოდა, მაგრამ მერე დავწყნარდი და მგონი, კარგად ვითამაშე," - განაცხადა მატჩის შემდეგ ახალგაზრდა დანიელმა და ის ჰაინკესმაც შეაქო - უნიჭიერესი ბიჭია და წესით, დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოსო.

რა ნახა ჟოზემ ფიურტში?
მოიგო ჩემპიონთა ლიგის მეორე გერმანულმა ნახევარფინალისტმა "დორტმუნდმაც" - კლოპის გუნდი აუტსაიდერ "ფიურტს" ესტუმრა და პირველივე ტაიმში 5 გოლი გაუტანა, საბოლოოდ კი 6:1 მოუგო. თუმცა ეს მატჩი ქალაქ ფიურტისთვის იმის გამოც გახლდათ ისტორიული, რომ შაბათს ფიურტს და მის სტადიონს თვით ჟოზე მოურინიო სტუმრობდა.

"რეალის" თავკაცმა "დორტმუნდის" დაზვერვა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები და დორტმუნდელები ჯგუფში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, პორტუგალიელი დაკვირვებას მაინც საჭიროდ მიიჩნევს. მაგრამ ჟოზე ისეთს ვერაფერს ნახავდა - "ფიურტი" ხომ უსუსურზე უსუსური მეტოქეა...

"შალკეს" "ლევერკუზენთან" მატჩით მესამე ადგილისთვის გაბრძოლების შანსი მიეცა, მაგრამ გელზენკირხენელებმა "ფარმაცევტები" ვერ დაამარცხეს.

პირიქით, "ბაიერი" როლფესისა და კისლინგის გოლებით 2:0-ს იგებდა და "შალკემ" ქულაც ძლივს გადაარჩინა (პუკი, რაფაელი).

"ფრაიბურგმა" კი ისევ, ზედიზედ მესამედ მოიგო და "შალკეს" მე-4 ადგილში ეცილება! კრისტიან შტრაიხის სამწყსომ ამჯერად ევროპალიგის საგზურის მაძიებელი "ჰანოვერი" დაამარცხა (3:1) და მე-5 ადგილზე მყარად დამკვიდრდა.

"ფრაი" "შალკეს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, მეექვსე პოზიციაზე ჩამოქვეითებულ "აინტრახტს" კი უკვე 3 ქულით უსწრებს. "აინტრახტის" დამარცხება  "აუგსბურგმა" შეძლო და "ჰოფენჰაიმს" 3 ქულით გაასწრო.

ბუნდესლიგა. XXIX ტური
ფრაიბურგი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 კ. შულცი (25-პენ), 1:1 რაუში (36), 2:1 მ. კრუსე (44), 3:1 შმიდი (73)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი (46. ჰიონი), დიანიე, ზორგი - გინტერი, შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური (86. გიუნტერი) - სანტინი (74. მაკიადი), მ. კრუსე.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჯურუ, კ. შულცი, პოკონიოლი (76. ზობიხი) - შტინდლი (63. და სილვა პინტუ), ჰოფმანი - ია კონანი (75. აბდელაუ), რაუში - შლაუდრაფი, დიუფი.
გაფრთხილება: შუსტერი - კ. შულცი, შტინდლი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15(5)-10(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 24 000

ბაიერნი-ნიურნბერგი 4:0
გოლები: 1:0 ბოატენგი (5), 2:0 გომესი (17), 3:0 რაფინია (24), 4:0 შაჩირი (56)
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, კონტენტო - ტიმოშჩუკი, ჩანი - შაჩირი (71. ჰოიბერგი), პისარო, რიბერი - გომესი.
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ბალიჩი, ნილსონი, კლოზე (55. პლატენჰარდტი), პინოლა - სიმონსი - კიოტაკე, ფოილნერი, ფრანტცი (83. ილდიზი), ესვაინი - პეკჰარტი (46. ჩენდლერი).
47-ე წუთზე სიმონსმა (ნიურნბერგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: რაფინია - ნილსონი, პინოლა
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 21(10)-9(4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 71 000
VideoSportall.Ge
13.04.13. ბაიერნი - ნიურბერგი 4:0


ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 1:0 არნოლდი (13), 1:1 სალიჰოვიჩი (35-პენ), 1:2 ბეკი (63), 2:2 ნალდო (86)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, კიაერი (46. მადლუნგი), როდრიგესი - მედოიევიჩი, პოლაკი - ვიეირინია (75. ჰელმესი), დიეგო, არნოლდი (67. დოსტი) - ოლიჩი.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-1-2): კასტეელსი - ბეკი, დელპიერი, ვესტერგაარდი, ჯონსონი - პოლანსკი - ვაისი, სალიჰოვიჩი (69. რუდი) - რობერტო ფირმინიო (80. ოხსი) - შიპლოკი (58. ლუდვიგი), ვოლანდი.
გაფრთხილება: არნოლდი, მედოიევიჩი - რობერტო ფირმინიო
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 24-24; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 13(5)-10(5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 24 221

მაინცი-ჰამბურგი 1:2
გოლები: 0:1 სონი (61), 0:2 სონი (81), 1:2 შ. პარკერი (86)
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი - სვენსონი (46. კირხჰოფი), ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ბაუმგარტლინგერი, სოტო - რისსე (46. ზიმლინგი), ივანშიტცი, ნ. მიულერი (65. შ. პარკერი) - სალაი.
ჰამბურგი (4-2-2-1-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - არსლანი, ბადელი - სკიელბრედი (83. რინკონი), ირაჩეკი (85. აოგო) - ვან დერ ვაარტი (92. რუდნევსი) - სონი.
გაფრთხილება: ზიმლინგი, ივანშიტცი - ვესტერმანი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 12(2)-12(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 34 000

ფიურტი-დორტმუნდი 1:6
გოლები: 0:1 გიოტცე (12), 0:2 გიუნდოგანი (15), 0:3 ბლაშჩიკოვსკი (29), 0:4 გიუნდოგანი (33), 0:5 გიოტცე (45), 1:5 პრიბი (71), 1:6 ლევანდოვსკი (80)
ფიურტი (4-2-2-2): ჰესლი - ვარგა (46. გაისი), კლაინე, სობიეხი, ბაბა (38. პლედლი) - ფიურშტნერი, პეცოსი - კლაუსი, პრიბი - სარარერი (82. აზემი), ჯურჯიჩი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, გროსკროიტცი - ნ. შაჰინი, კელი (61. შიბერი) - ბლაშჩიკოვსკი, გიუნდოგანი (68. ლაიტნერი), გიოტცე (46. ბიტენკურტი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ფელიპე სანტანა
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9(3)-15(9); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 18 000

VideoSportall.Ge
13.04.13. ფიურტი - დორტმუნდი 1:6


ფორტუნა-ვერდერი 2:2
გოლები: 1:0 რაიზინგერი (2), 1:1 იუნუზოვიჩი (16), 2:1 რაიზინგერი (48), 2:2 ლატკა (70-საკ. კარში).
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დერ ბერგი - ლამბერტცი, ო. ფინკი - რაიზინგერი (81. ომაე), კრუსი, ბელინგჰაუზენი - დ. შაჰინი (85. პაურევიჩი).
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, ლუკიმია, პავლოვიჩი - ბარგფრედე, კროოსი (63. ელია) - არნაუტოვიჩი, იუნუზოვიჩი, დე ბრუინი - პეტერსენი.
გაფრთხილება: კრუსი - კროოსი, არნაუტოვიჩი, პავლოვიჩი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 20-24; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 8(3)-16(4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 54 000

შალკე-ლევერკუზენი 2:2
გოლები: 0:1 როლფესი (39), 0:2 კისლინგი (58), 1:2 პუკი (71), 2:2 რაფაელი (87)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჰიოგერი, მორიტცი (66. ფუხსი) - მიშელ ბასტოსი (85. მაიერი), რაფაელი, დრაქსლერი - მარიკა (66. პუკი).
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, თოფრაქი, კადლეცი - როლფესი - ლ. ბენდერი, კასტრო (83. ჰოსოგაი) - სემი (71. ჰეგელერი), შიურლე (88. შვააბი) - კისლინგი.
გაძევება: თოფრაქი (86. ლევერკუზენი)
გაფრთხილება: ფუხსი, მატიპი - კადლეცი, ჰეგელერი, ლენო
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16(9)-18(8); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 61 619

შტუტგარტი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 ალვარო დომინგესი (28-საკ. კარში), 2:0 გენტნერი (34)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, რიუდიგერი, ნიდერმაიერი, მოლინარო - გენტნერი, ბოკა (85. კვისტი) - ჰარნიკი (72. ოკაზაკი), მაქსიმი, ტრაორე - იბიშევიჩი (80. მაკედა).
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ჩიგერჩი, ნორდტვეიტი (12. ჯაკა) - მარქსი (74. მლაპა), არანგო - ჰერმანი - ლ. დე იონგი (70. ჰანკე).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 16(5)-10(2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 53 430

აუგსბურგი-აინტრახტი 2:0
გოლები: 1:0 ჟი (27), 2:0 ჟი (55)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (86. დე იონგი), ჟი, ვერნერი (68. ფოგტი) - მიოლდერსი (79. იორლი).
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი, ა. მაიერი (29. ჩელოცი), ინუი - ლაკიჩი (46. მატმური).
32-ე წუთზე კალსენ-ბრაკერმა ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გაფრთხილება: კალსენ-ბრაკერი, ბაიერი, კლავანი - ჩელოცი, ს. იუნგი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 19(4)-8(3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 660

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 22 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 19 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 13 - ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი).

მომდევნო ტური
19 აპრილი
გლადბახი-აუგსბურგი.

20 აპრილი
დორტმუნდი-მაინცი, ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი, ჰანოვერი-ბაიერნი, ჰამბურგი-ფორტუნა, აინტრახტი-შალკე, ვერდერი-ვოლფსბურგი.

21 აპრილი
შტუტგარტი-ფრაიბურგი, ნიურნბერგი-ფიურტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: მოურინიომ "ფიურტთან" მატჩში ჩვენი სისუსტეები ვერ დაინახა [VIDEO]
იუპ ჰაინკესი: ხოსეპ გვარდიოლა არ დაგვეხმარება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული