"მგლების" მიზანი: ფელიპე მელო

AutoSharing Option
32 წლის ჩეხი საყრდენი ნახევარმცველი იან პოლაკი "ვოლფსბურგში" კიდევ ერთ სეზონს დაჰყოფს - მისი კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა მას შემდეგ, რაც პოლაკმა გასულ უქმეებზე ამ სეზონის 25-ე ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა "მგლების" ხელმძღვანელები მომავალი სეზონისთვის მხოლოდ პოლაკისა და სხვა აქტუალური საყრდენი შუამარბების იმედად ყოფნას არ აპირებენ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვოლფსბურგმა" "გალათასარაის" ბრაზილიელ ჩამშლელ ნახევარმცველ ფელიპე მელოს დაადგა თვალი. 29 წლის მელო თურქულ გრანდში "იუვენტუსიდანაა" განათხოვრებული. "ვოლფსბურგის" მთავარ მწვრთნელ დიტერ ჰეკინგს მიაჩნია, რომ სწორედ მელოა იდეალური ცენტრალური ნახევარ
მცველი, რომელიც ცენტრალურ მცველ ნალდოსა და გამთამაშებელ დიეგოს შორის კავშირს დაამყარებს - ისინიც ხომ ბრაზილიელები არიან.

გადავა თუ არა ფელიპე მელო "ვოლფსბურგში", ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი "მგლების" გულშემატკივრებს მაქსიმილიან არნოლდის სახით ახალი გმირი ჰყავთ - ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი გასულ უქმეებზე, "ჰოფენჰაიმთან" (2:2) საუკეთესო იყო.

არნოლდი აქამდე "ვოლფსბურგის" ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც ბუნდესლიგაში ითამაშა - დებიუტი 17 წლისა და 183 დღის ასაკში ჰქონდა. ახლა კი ვოლფსბურგის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეცაა - არნოლდმა გოლი 18 წლისა და 321 დღის ასაკში გაიტანა და ამასთან, ეს "ვოლფსბურგისთვის" ბუნდესლიგაში მე-800 გოლიც იყო.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: "ჰოფენჰაიმთან" ნალდომ ბუნდესლიგის 199 მატჩში თავისი 27-ე გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედ ფეხბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა - მეორე ადგილზე "ბაიერნის" მცველი დანიელ ვან ბუიტენია 26 გოლით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: "მგლები" და "ფრაი" ნახევარფინალში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული