როგორც იცით, ეს ჩრდილოგერმანული კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგება გამოვიდა (ამაზე უფრო დიდი ანგარიშით "ჰამბურგი" არასდროს დამარცხებულა), რის გამოც მეორე დღეს კლუბის ბოსებმა პირობა დადეს, ჩვენს ერთგულ ფანებთან ერთად ძალიან მაგარ სადილს მოვაწყობთ და შევეცდებით, ასე მოვუბოდიშოთო.
გადაწყდა, რომ ეს კვირას მოხდება, მაგრამ შემწვარ სოსისსა და ცივ ლუდზე "ჰამბურგმა" მხოლოდ 500 შერჩეული ქომაგი დაპატიჟა, რამაც დანარჩენების განრისხება გამოიწვია, რაც ლოგიკურია, რადგან გუნდს მიუნხენში 6000 ფანი გაჰყვა.
"ღია
აქვე გეტყვით, რომ "ჰამბურგისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მარსელ იანსენი ამ იდეით სულაც არაა მოხიბლული - მისი აზრით, როცა გუნდი 2:9-ს წააგებს, არც სოსისი სჭირდება ვინმეს, არც ლუდი და არც საყოველთაო და მით უმეტეს, საიდუმლო გრილაობა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXVII ტური: 9 გოლი "იუვენტუსის" შესაშინებლად [VIDEO]