"შტუტგარტი": ბერლინიდან ევროპა გამოჩნდა

AutoSharing Option
გერმანიის თასის ნახევარფინალში "ფრაიბურგის" დამარცხებით (2:1) "შტუტგარტმა" ორი კურდღელი დაიჭირა: ბრუნო ლაბადიას გუნდმა, ერთი მხრივ, გერმანიის თასის ფინალში თამაში გაინაღდა და 1 ივნისს ბერლინში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება, მეორე მხრივ კი, შვაბებმა ევროპალიგის საგზური მოიპოვეს.

"ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის თასის მფლობელისთვის გამოყოფილი საგზური სწორედ "შტუტგარტს" დარჩა. შეგახსენებთ, რომ ლაბადიას გუნდს ბუნდესლიგიდან ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსი, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ "შტუტგარტი" არსებობის ისტორიაში მეექვსედ გავიდა თასის ფინალში. აქედან სამჯერ (1954, 1958, 1997) ფინალი
მოგებული აქვს, ორჯერ კი (1986, 2007) ხელცარიელი დარჩა. საინტერესოა ისიც, რომ მარტო გერმანიის თასის ფინალში გასვლით შვაბენლანდელებმა გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან 3.8 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავეს. თუ ფინალსაც მოიგებენ, ამ თანხას კიდევ 2.5 მილიონი დაემატება, წაგების შემთხვევაში კი - მხოლოდ 2 მილიონი.

ფინალში საუკეთესო შტუტგარტელი 22 წლის გამთამაშებელი ალექსანდრუ მაქსიმი გახლდათ, რომელიც შვაბებმა იანვარში გადაიბირეს და სხვათა შორის, მისი ყიდვა "ფრაიბურგსაც" სურდა. "შტუტგარტს" მისი ტრანსფერი რუმინული "პანდურიდან" 1.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიჭიერი რუმინელი გამთამაშებელი ბოლო დროს "შტუტგარტის" ნატვრისთვლად იქცა და მწვრთნელ ბრუნო ლაბადიასაც მასზე აბოდებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. ნახევარფინალი: ბავარიული ექსპრესი ბერლინს მიადგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული