საფეხბურთო გერმანიას ახლა იმის გარკვევა უნდა, რამდენი მილიონი ევრო აქვს 61 წლის ულის შვეიცარიულ ანგარიშზე და შესაბამისად, რამდენი დაუმალა მან გერმანიას - ფაქტია, რომ საქმე ერთ და ორ მილიონს არ ეხება.
ჰიონესის "ბაიერნმა" კი 30-ე ტურშიც იოლად მოიგო: მიუნხენელებმა ამჯერად "ჰანოვერი" გაანადგურეს (6:1) და
"ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა, რა თქმა უნდა, ისევ როტაციას მიმართა. "დონ იუპის" მთავარი საკადრო მიზანი ამჯერად იმის გარკვევა იყო, თუ ვინ უნდა ათამაშოს "ბარსასთან" დისკვალიფიცირებული მარიო მანჯუკიჩის ნაცვლად - მარიო გომესი თუ კლაუდიო პისარო?
ჰაინკესს "ჰანოვერთან" ორივე ძირითად შემადგენლობაში ჰყავდა - პისარომ და გომესმა 2-2 გოლი გაიტანეს და რაკი ჰაინკესმა მარიო კლაუდიოზე ადრე შეცვალა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ "ბარსასთან" სასტარტოში სწორედ მას გაამწესებს.
ამას გარდა, ჰაინკესმა შვაინშტაიგერი, დანტე და მანჯუკიჩი შაბათს სახლში დატოვა, ლამი და მარტინესი სკამზე დასვა, რობენი და შაჩირი კი თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩართო.
მიუხედავად ასეთი ექსპერიმენტალური შემადგენლობისა, ბავარიელებმა მირკო სლომკას საკმაოდ ამბიციური ბიჭები მაინც დიდი ანგარიშით გაანადგურეს.
"შეუდარებელ ფორმაში ვართ, შესანიშნავ ფეხბურთს ვთამაშობთ და დიახაც, მჯერა, რომ "ბარსელონას" დამარცხება შეგვიძლია," - ეს რობენის სიტყვებია. ერთადერთი ბაიერნელი, რომელიც უკმაყოფილო უნდა იყოს, მეკარე მანუელ ნოიერია, რადგან მან "ჰანოვერს" ერთი გოლი აჩუქა - პანდერის საჯარიმოს შემდეგ ბურთი ხელებიდან გაუვარდა.
რაც შეეხება ახალ რეკორდებს: ჰანოვერში დაფიქსირებული 6:1 "ბაიერნის" 26-ე გამარჯვება გახლდათ ამ სეზონში - ბუნდესლიგის 50-წლიან ისტორიაში ერთ სეზონში ამდენი მატჩი არცერთ გუნდს არ ჰქონდა მოგებული. გარდა ამისა, ეს იყო ზედიზედ მე-13 გამარჯვება საერთოდ და ზედიზედ მე-9 მოგება გასვლით მატჩში, რაც ასევე რეკორდებია.
დორტმუნდის რეპეტიცია
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის წარმატებული რეპეტიცია ჰქონდა დორტმუნდის "ბორუსიასაც" - იურგენ კლოპის ბიჭებმა, რომლებსაც ოთხშაბათს "რეალთან" უმნიშვნელოვანესი ჯახი ელით, "მაინცი" 2:0 დაამარცხეს, თუმცა კლოპი მაინც უკმაყოფილო იყო. ექს-ჩემპიონთა მცველმა მატს ჰუმელსმა კი თქვა, უკანახაზელებს უფრო ყურადღებით ყოფნა გვმართებს, "მაინცთან" რამდენიმე ისეთი შეცდომა გვეპატია, რასაც "რეალის" ფეხბურთელები არაფრით გვაპატიებენო.
სამაგიეროდ, "დორტმუნდს" მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული აქვს და ფაქტობრივად, აღარც მეორე ადგილის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.
ბრძოლა მეოთხე ადგილისთვის
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მესამე ადგილზე "ლევერკუზენი" მკვიდრდება, აი, მეოთხე პოზიცია კი ვაკანტურია და დარჩენილ ტურებში ბუნდესლიგის უმთავრესი ინტრიგა სწორედ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის ბრძოლა იქნება. 30-ე ტურში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები ერთმანეთს ხვდებოდნენ და "აინტრახტმა" ფრანკფურტში "შალკეს" დამარცხება (1:0) მოახერხა, რითაც ოთხეულში მოხვედრის შანსი გაიზარდა, გელზენკირხენულ კლუბს კი სანერვიულო აქვს.
"ფრაიბურგს" "შალკესთვის" გასწრების იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ კრისტიან შტრაიხის ამბიციურმა გუნდმა თასზე განცდილი მარცხის შემდეგ შტუტგარტში ამჯერად ბუნდესლიგის ეგიდითაც წააგო...
აღსანიშნავია, რომ "აინტრახტის" გმირი 38 წლის მეკარე ოკა ნიკოლოვი გახლდათ, რომელიც ტრავმირებულ კევინ ტრაპს ცვლიდა და გარდა იმისა, რომ ბასტოსის პენალტი აიღო, თავისიანები მარიკას, დრაქსლერისა და პუკის "სასიკვდილო" დარტყმების დროსაც იხსნა!
მეოთხე ადგილის დაკავებისა და ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსი 30-ე ტურის შემდეგ "ჰამბურგს" (!!!) და "გლადბახსაც" გაუჩნდათ. ჰამბურგელებმა რაფაელ ვან დერ ვაარტის დუბლით დიუსელდორფის "ფორტუნა" დაამარცხეს, მიონხენგლადბახელებმა კი პარასკევს "აუგსბურგის" დამარცხება (1:0) მოახერხეს და "ჰამბურგის" დარად 44 ქულა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ "შალკეს" 2 ქულით ჩამორჩებიან.
რაც შეეხება გადარჩენისთვის ბრძოლას: "ჰოფენჰაიმმა" "აუგსბურგის" წაგებით ვერ ისარგებლა, "ლევერკუზენთან" განადგურდა და ისევ მძიმე მდგომარეობაშია.
ბუნდესლიგა. XXX ტური
გლადბახი-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 დემსი (28-პენ)
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, დემსი - მარქსი, ჯაკა - ჰერმანი (76. იუნესი), არანგო - ჰანკე (90. ლ. დე იონგი), მლაპა (74. ჰრგოტა).
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, ფოგტი, კალსენ-ბრაკერი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (84. იორლი), ჟი, ვერნერი (31. რაინჰარდტი) - მიოლდერსი (66. მუსონა).
გაფრთხილება: დემსი, ჰერმანი, მარქსი, ალვარო დომინგესი - ვერჰეგი
გაძევება: ფოგტი (26. აუგსბურგი)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 23(5)-11(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 50 175
დორტმუნდი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 როისი (1), 2:0 ლევანდოვსკი (87)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (62. გროსკროიტცი), გიოტცე (74. შიბერი), როისი (86. ლაიტნერი) - ლევანდოვსკი.
მაინცი (4-1-4-1): ვეტკლო - ბელი, სვენსონი, ნოვესკი, პოსპეხი - ბაუმგარტლინგერი - რისსე (57. სალაი), ზიმლინგი, მალი, რუკავიცა (81. მ. კალიჯური) - შ. პარკერი (70. ნ. მიულერი).
გაფრთხილება: როისი, ჰუმელსი, შმელცერი - ბელი, ზიმლინგი, ვეტკლო
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 22(7)-5(0); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 80 645
Video
20.04.13. დორტმუნდი - მაინცი 2:0
20.04.13. დორტმუნდი - მაინცი 2:0
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 5:0
გოლები: 1:0 კისლინგი (16), 2:0 შიურლე (31), 3:0 კისლინგი (65), 4:0 შიურლე (69), 5:0 რაინარტცი (79)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი (82. მ. ფრიდრიხი), ვოლშაიდი, შვააბი, კადლეცი - რაინარტცი - ლ. ბენდერი (46. ჰეგელერი), როლფესი - სემი, შიურლე - კისლინგი (76. მილიკი).
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): კასტეელსი - ბეკი, დელპიერი, ვესტერგაარდი, ჯონსონი - პოლანსკი - რუდი (66. ლუდვიგი), სალიჰოვიჩი - რობერტო ფირმინიო (46. ხოსელუ), ვოლანდი - შიპლოკი (29. ოხსი).
24-ე წუთზე როლფესმა (ლევერკუზენი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: სემი
გაძევება: პოლანსკი (23. ჰოფენჰაიმი)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 22(9)-5(2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 28 683
ჰანოვერი-ბაიერნი 1:6
გოლები: 0:1 შტინდლი (16-საკ. კარში), 0:2 რიბერი (23), 0:3 გომესი (40), 0:4 გომესი (62), 0:5 პისარო (71), 1:5 ჰოფმანი (84), 1:6 პისარო (86)
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩერუნდოლო (66. ჰ. საკაი), ჯურუ, კ. შულცი, პანდერი - ჰოფმანი, და სილვა პინტუ (46. ია კონანი) - შტინდლი, რაუში - შლაუდრაფი - მ. დიუფი (79. აბდელაუ).
ბაიერნი (4-2-2-1-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, ალაბა - ტიმოშჩუკი, ლუის გუსტავო - თ. მიულერი (46. რობენი), რიბერი (46. შაჩირი) - პისარო - გომესი (63. ჩანი).
გაფრთხილება: ბოატენგი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 7-9; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 7(4)-14(5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 49 000
Video
20.04.13. ჰანოვერი - ბაიერნი 1:6
20.04.13. ჰანოვერი - ბაიერნი 1:6
ჰამბურგი-ფორტუნა 2:1
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (14), 2:0 ვან დერ ვაარტი (20), 2:1 დ. შაჰინი (34)
ჰამბურგი (4-2-2-1-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი (69. რინკონი), აოგო - სკიელბრედი, ირაჩეკი - ვან დერ ვაარტი (91. რაიკოვიჩი) - სონი (80. რუდნევსი).
ფორტუნა (4-2-2-2): გიფერი - ლეველსი, ლატკა, მალეზასი (86. ილსიო), ვან დერ ბერგი - ო. ფინკი, ტეშე (74. ვორონინი) - ლამბერტცი, ბელინგჰაუზენი - რაიზინგერი, ომაე (17. დ. შაჰინი).
გაფრთხილება: დიკმაიერი, იანსენი - ლამბერტცი, ო. ფინკი, ლეველსი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17(4)-12(5); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 57 000
აინტრახტი-შალკე 1:0
გოლი: 1:0 რუსი (41)
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ჩელოცი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა (54. ჯაპკა) - როდე, რუსი - აიგნერი (87. ლანიგი), შტენდერა, ინუი - მატმური (83. ლაკიჩი).
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჰიოგერი, ნოიშტედტერი (64. ჯონსი) - მიშელ ბასტოსი (72. ბარნეტა), რაფაელი, დრაქსლერი - მარიკა (46. პუკი).
24-ე წუთზე მიშელ ბასტოსმა (შალკე) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: სამბრანო, როდე, რუსი - ჰიოგერი, კოლასინაცი, ჰიოვედესი
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 16-27; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 10(3)-10(7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 51 500
ვერდერი-ვოლფსბურგი 0:3
გოლები: 0:1 არნოლდი (13), 0:2 ოლიჩი (27), 0:3 დიეგო (66-პენ)
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი (33. პეტერსენი), ლუკიმია, სოკრატისი - ბარგფრედე (59. იოზ. ილდირიმი), ფრიტცი - იუნუზოვიჩი, დე ბრუინი, ჰანტი - არნაუტოვიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, კიაერი (54. კნოხე), როდრიგესი - ტრეში, პოლაკი (79. მედოიევიჩი) - ვიეირინია, არნოლდი (78. მ. შეფერი ), დიეგო - ოლიჩი.
გაფრთხილება: ფრიტცი, ბარგფრედე, არნაუტოვიჩი - ტრეში
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8(3)-8(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 41 000
შტუტგარტი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 გენტნერი (33), 2:0 იბიშევიჩი (42), 2:1 სანტინი (88)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, რიუდიგერი, ნიდერმაიერი, მოლინარო - გენტნერი, ბოკა - ჰარნიკი, მაქსიმი (83. ჰაინალი), ტრაორე (88. ოკაზაკი) - იბიშევიჩი (81. მაკედა).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, დიანიე, კრმასი (48. ჰიონი), გიუნტერი - გინტერი, შუსტერი (57. ფლუმი) - მ. კრუსე, შმიდი - გუედე (63. სანტინი), მაკიადი.
გაფრთხილება: შუსტერი, გინტერი, ჰიონი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15(7)-11(3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 50 600
ნიურნბერგი-ფიურტი 0:1
გოლი: 0:1 გაისი (27)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ბალიჩი, ნილსონი, კლოზე (45. დაბანლი), პლატენჰარდტი - სიმონსი (75. ფრანტცი) - ჩენდლერი (46. მაკი), კიოტაკე, ფოილნერი, ესვაინი - პეკჰარტი.
ფიურტი (4-2-2-1-1): ჰესლი - ნერიგი (61. მ. ციმერმანი), კლაინე, მავრაი, ბაბა - გაისი, ფიურშტნერი - კლაუსი, პარკი (61. აზემი) - პრიბი - ჯურჯიჩი (83. ზობიხი).
გაფრთხილება: ნილსონი, სიმონსი, ფოილნერი, პლატენჰარდტი - კლაუსი, პარკი, გაისი, ფიურშტნერი, კლაინე
კუთხური: 14-4; ჯარიმა: 12-25; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 23(8)-15(3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 50 000
სატურნირო მდგომარეობა
მომდევნო ტური
26 აპრილი.
ფიურტი-ჰანოვერი.
27 აპრილი.
ბაიერნი-ფრაიბურგი, ლევერკუზენი-ვერდერი, ვოლფსბურგი-გლადბახი, ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი, აუგსბურგი-შტუტგარტი, ფორტუნა-დორტმუნდი.
28 აპრილი.
მაინცი-აინტრახტი, შალკე-ჰამბურგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი: კარგი იქნებოდა, ერთი ან ორი გოლი "რეალის" კარშიც გამეტანა [VIDEO]
ფრანკ რიბერი: ახლა უფრო გამოცდილი გუნდი ვართ [VIDEO]