რობერტ ლევანდოვსკიზე ნადირობა სუპერგრანდებმა დაიწყეს

AutoSharing Option
"რეალთან" შესრულებული პოკერის შემდეგ "დორტმუნდის" პოლონელ გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკიზე დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა.

ევროპულმა პრესამ რობერტის ბედი თითქმის ყველა სუპერგრანდს დაუკავშირდა, რამდენიმე გამოცემა კი წერდა, ლევანდოვსკი "ბაიერნში" გადადისო.

გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ "ბაიერნმა" დორტმუნდს პოლონელ გოლეადორში 25 მილიონი შესთავზა და რომ ლევანდოვსკის რეკორდმაისტერში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ 26 აპრილს მიუნხენურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ლევანდოვსკის ტრანსფერი უარყო.

"მიუნხენის "ბაიერნს" რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. გავრცელებული ცნობები ჭორია," - ნათქვამია ბავარიელთა განცხადებაში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ
"ბაიერნს" ლევანდოვსკის ყიდვა არ უნდა - მეტიც, "ბილდის" ცნობით, რობერტის ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსი სწორედ მიუნხენელებს აქვთ.

რამდენიმე გამოცენის ინფორმაციით, რობერტი მომავალი სეზონიდან "ჩელსიში" ითამაშებს - სპეკულაციების თანახმად, პოლონელს ლონდონში ჟოზე მოურინიო წაიყვანს.

ერთი სიტყვით, "რეალის" დამაქცევარ პოლონელზე უამრავი ინფომაცია ვრცელდება, მისი მრჩეველი ჩეზარი კუხარსკი კი ამით აღფრთოვანებულია.

26 აპრილს მან ესპანურ "რადიო მარკას" მისცა ინტერვიუ და განაცხადა, თუ "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩემი ტელეფონის ნომერს გთხოვთ, აუცილებლად მიეცითო...

24 წლის ლევანდოვსკის "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული