ბუნდესლიგა. XXXI ტური: "ბაიერნის" სერია გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნის" სარეზერვო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე "ფრაიბურგი" 1:0 დაამარცხა - რეკორდმაისტერი, უბრალოდ, შეუჩერებელია!

ეს ერთადერთი გოლი ჯერდან შაჩირიმ საჯარიმო დარტყმით გაიტანა - აღსანიშნავია "ფრაის" მეკარე ბაუმანის შეცდომა.

ამ მოგებით იუპ ჰაინკესის ბიჭებმა 84 ქულა დააგროვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" მიერ შარშან დამყარებული რეკორდი (81 ქულა) დაამხეს. ამაზე უფრო გრანდიოზული ისაა, რომ "ბაიერნმა" ამ სეზონის მეორე წრეში თოთხმეტივე (!) თამაში მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მიუნხენელთა თავკაცი იუპ ჰაინკესი მატჩის შემდეგ, ფაქტობრივად, მხოლოდ "ბარსელონასთან" საპასუხო შეხვედრაზე საუბრობდა:

"ჩვენ ვიცით, რომ
"ბარსელონა" ჯერ კიდევ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რომელსაც "ნოუ კამპზე" უდიდესი თამაშები აქვს მოგებული. "ბარსელონაში" ზუსტად ისეთი მონდომებითა და კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ, როგორც სამშაბათს ვიასპარეზეთ," - აღნიშნა "დონ იუპმა".


შაჰინის სუპერგოლი, ფორტუნაც ანერვიულდა
მარიო გიოტცეს ტრანსფერის (ბაიერნში) გამოცხადება, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი "რეალთან" (4:1) და მითქმა-მოთქმა რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერის შესახებ - დორტმუნდის "ბორუსიამ" მძიმე კვირა გადაიტანა, მაგრამ ბუნდესლიგაში მაინც მოიგო და თანაც, მეორე შემადგენლობით.

იურგენ კლოპმა, "რეალთან" მატჩისგან განსხვავებით, ძირითადი შემადგენლობა 10 (!) პოზიციაზე შეცვალა და სასტარტოში მხოლოდ მატს ჰუმელსი დატოვა.

მიუხედავად ამისა, დორტმუნდელებმა დიუსელდორფში მაინც გაიმარჯვეს და "ფორტუნა" უკვე ძალიან აანერვიულეს.

საქმე იმაშია, რომ ამ მარცხის შემდეგ დიუსელდორფული კლუბი სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ "აუგსბურგს" ოდენ ბურთების უკეთესი სხვაობითღა უსწრებს, რადგან "აუგსბურგმა" "შტუტგარტი" დაამარცხა და "ფორტუნას" ქულებით გაუთანაბრდა.

დავუბრუნდეთ "დორტმუნდის" მატჩს და ვთქვათ, რომ ნური შაჰინმა 31 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა და კლოპისგან ქება-დიდება დაიმსახურა. ეს ნურის მესამე გოლი გახლდათ ამ სეზონში და დიდი შანსია, რომ წლის საუკეთესო გოლად დაასახელონ.

იურგენმა ლევანდოვსკი მოედანზე 69-ე წუთიდან შეუშვა, მაგრამ პოლონელმა გოლის გატანა ვერ შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სერია ზედიზედ 12-მატჩიანი გოლეადორობის შემდეგ შეწყდა და ლეგენდარულმა გერდ მიულერმა (16 გოლი ზედიზედ) თავისი რეკორდი შეინარჩუნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კისლინგის რეკორდი, ვერდერი შავ დღეშია!
ზემოთ ვთქვით, რომ დიუსელდორფელები ანერვიულდნენ და ახლა ისიც დავამატოთ, რომ ბრემენის "ვერდერიც" შავ დღეშია. "მუსიკოსები" "ლევერკუზენთანაც" დამარცხდნენ (0:1) და გასავარდნ ზონას ოდენ ორი ქულაღა აშორებთ.

თომას შააფი ჯერჯერობით პოსტზე რჩება. აღსანიშნავია, რომ "ვერდერს" დარჩენილ სამ ტურში საკმაოდ რთული კალენდარი აქვს - მაგალითად, მომდევნო ტურში ბრემენელები გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ჰოფენჰაიმს" ხვდებიან და ფაქტია, რომ უმძიმესი ბრძოლა ელით. სხვათა შორის, ამ ტურში "ჰოფენჰაიმმაც" მოიგო (ნიურნბერგთან 2:1) და გადარჩენისთვის "სოფლელებიც" გააფთრებით იბრძვიან.

"ლევერკუზენის" გამარჯვებაში აღსანიშნავია შტეფან კისლინგის 22-ე გოლი ამ სეზონში, რაც ამ კლუბისთვის რეკორდია - ამაზე მეტი გოლი ერთ სეზონში აქამდე არცერთ ლევერკუზენელს არ გაუტანია!

კისლინგმა ლეგენდარული ულფ კირსტენის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც 1996/97 და 1997/98 წლების სეზონში "ბაიერის" ფორმით ასევე 22-22 გოლი გაიტანა. აქვე ვთქვათ, რომ "ლევერკუზენმა" მომავალი სეზონისთვის "ფორტუნას" 24 წლის შემტევი რობი კრუსის ტრანსფერი გაიფორმა.

დე ბრუინი და კისლინგი დორტმუნდში?
რაკი ტრანსფერებს შევეხეთ, აქვე ორი საინტერესო სპეკულაციაც: ჩვენი გერმანელი კოლეგები "ვერდერის" წამყვან ნახევარმცველს, 21 წლის კევინ დე ბრუინს დორტმუნდის "ბორუსიაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ თუ ლევანდოვსკი "დორტმუნდს" დატოვებს, მას "ბორუსიაში" ზემოთ ხსენებული კისლინგი შეცვლის.

ბუნდესლიგა. XXXI ტური
ფიურტი-ჰანოვერი 2:3
გოლები: 0:1 აბდელაუ (36), 1:1 ჯურჯიჩი (41), 1:2 ჰოფმანი (71), 2:2 ჯურჯიჩი (83), 2:3 და სილვა პინტუ (87)
ფიურტი (4-1-4-1): ჰესლი - ნერიგი, სობიეხი (45. კლაინე), მავრაი, ბაბა - გაისი - კლაუსი, ფიურშტნერი (79. ნიოთხე), პრიბი, პარკი (65. პლედლი) - ჯურჯიჩი.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, ჰაგი, ჰოფმანი, პოკონიოლი - შმიდებახი (89. ეგიმანი), და სილვა პინტუ - ია კონანი (69. შლაუდრაფი), რაუში - აბდელაუ (79. ჩაჰედი), მ. დიუფი.
გაფრთხილება: პრიბი - ჰ. საკაი, ია კონანი, შმიდებახი, ჰოფმანი, ჰაგი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 20(8)-8(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 15 370

ბაიერნი-ფრაიბურგი 1:0
გოლი: 1:0 შაჩირი (35)
ბაიერნი (4-2-2-2): შტარკე - რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, კონტენტო - ტიმოშჩუკი (84. ხავი მარტინესი), ლუის გუსტავო - შაჩირი, ჩანი (74. რიბერი) - მანჯუკიჩი (74. გომესი), პისარო.
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - მუიჯა, ჰიონი, დიანიე, ზორგი - გინტერი, მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური - ფლუმი (64. სანტინი) - მ. კრუსე.
გაფრთხილება: ტიმოშჩუკი - დ. კალიჯური
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 16(4)-8(2); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 71 000

ლევერკუზენი-ვერდერი 1:0
გოლი: 1:0 კისლინგი (35-პენ)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, თოფრაქი, კადლეცი - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი - სემი (65. კასტრო), შიურლე (86. ჰეგელერი) - კისლინგი (94. ბიონიში).
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, სოკრატისი, იგნიოვსკი - ბარგფრედე, კროოსი (68. ვურტცი) - ილდირიმი (75. აკპალა), ჰანტი, იუნუზოვიჩი (86. შმიტცი) - პეტერსენი.
გაფრთხილება: ვოლშაიდი - მილიტცი, კროოსი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 8(2)-11(4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 30 210

ვოლფსბურგი-გლადბახი 3:1
გოლები: 1:0 არნოლდი (34), 1:1 მლაპა (52), 2:1 ოლიჩი (61), 3:1 დიეგო (75)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ტრეში (81. მედოიევიჩი), პოლაკი - ვიეირინია, არნოლდი (91. მ. შეფერი), დიეგო - ოლიჩი (78. დოსტი).
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, ჯაკა - ჰერმანი (76. იუნესი), არანგო - ჰანკე (76. ლ. დე იონგი), მლაპა (70. ჰრგოტა).
გაფრთხილება: ლ. დე იონგი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 5-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17(5)-6(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 30 000

ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 ვაისი (11), 2:0 სალიჰოვიჩი (19), 2:1 სიმონსი (58-პენ)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, თესკერი (67. შორი) - რუდი, ვაისი - ვოლანდი, სალიჰოვიჩი (88. ლუდვიგი), ჯონსონი - რობერტო ფირმინიო (70. ხოსელუ).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, დაბანლი (84. პეკჰარტი), სიმონსი, პლატენჰარდტი - ბალიჩი, ფოილნერი (46. შტარკი) - ფრანტცი (66. კანაზაკი), კიოტაკე, ესვაინი - პოლტერი.
გაფრთხილება: რუდი, კასტეელსი - ესვაინი, ბალიჩი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 23(11)-8(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 28 675

აუგსბურგი-შტუტგარტი 3:0
გოლები: 1:0 მიოლდერსი (61), 2:0 დე იონგი (83), 3:0 ჟი (86)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (87. რაინჰარდტი), ჟი, ვერნერი (82. დე იონგი) - მიოლდერსი (89. იორლი).
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, რიუდიგერი, ნიდერმაიერი, მოლინარო - გენტნერი, ბოკა - ჰარნიკი, მაქსიმი (67. მაკედა), ტრაორე (71. ოკაზაკი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: ოსტრცოლეკი, ვერჰეგი, ჟი, დე იონგი - რიუდიგერი, მაქსიმი, იბიშევიჩი, ნიდერმაიერი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 22(7)-7(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 660

ფორტუნა-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ნ. შაჰინი (20), 0:2 ბლაშჩიკოვსკი (70), 1:2 ბოძეკი (88)
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ლამბერტცი - კრუსი, ილსიო (64. რაიზინგერი), ბელინგჰაუზენი - დ. შაჰინი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - კირხი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, გროსკროიტცი - კელი, ნ. შაჰინი - ჰოფმანი (79. როისი), ლაიტნერი (69. ლევანდოვსკი), ბიტენკური (69. ბლაშჩიკოვსკი) - შიბერი.
გაფრთხილება: კრუსი, ილსიო, ვან დერ ბერგი, რაიზინგერი, ბოძეკი - შიბერი, ჰუმელსი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 8(3)-9(6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 54 000

მაინცი-აინტრახტი 0:0
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი (66. ედე) - ბაუმგარტლინგერი, სოტო (46. ზიმლინგი) - ნ. მიულერი, ივანშიტცი, მ. კალიჯური (85. ბელი) - შ. პარკერი.
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ჩელოცი, რუსი, ანდერსონი, ჯაპკა - ს. იუნგი, როდე - აიგნერი (64. ოუშენი), შტენდერა (80. ლანიგი), ინუი (46. ლაკიჩი) - ა. მაიერი.
გაფრთხილება: ჩელოცი, ლანიგი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14(2)-8(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 34 000

შალკე-ჰამბურგი 4:1
გოლები: 0:1 იანსენი (5), 1:1 მიშელ ბასტოსი (9), 2:1 ჰუნტელაარი (21), 3:1 ჰუნტელაარი (58), 4:1 ჰუნტელაარი (66)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჯონსი (80. მორიტცი), ნოიშტედტერი - მიშელ ბასტოსი (78. ფუხსი), რაფაელი, დრაქსლერი - ჰუნტელაარი (87. ჰუნტელაარი).
ჰამბურგი (4-2-2-1-1): ადლერი - სალა, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - არსლანი, აოგო - სკიელბრედი (63. რუდნევსი), ირაჩეკი - ვან დერ ვაარტი (69. რინკონი) - სონი.
გაფრთხილება: მიშელ ბასტოსი - მანსიენი, არსლანი, ადლერი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 20(10)-9(1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 61 673

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 31 27 3 1 90-14 84
2. დორტმუნდი 31 19 7 5 76-36 64
3. ლევერკუზენი 31 16 8 7 59-38 56
4. შალკე 31 14 7 10 54-47 49
5. აინტრახტი 31 13 7 11 43-42 46
6. ფრაიბურგი 31 12 9 10 40-37 45
7. გლადბახი 31 11 11 9 38-42 44
8. ჰამბურგი 31 13 5 13 37-50 44
9. ჰანოვერი 31 12 5 14 54-57 41
10. მაინცი 31 10 10 11 36-36 40
11. ვოლფსბურგი 31 10 10 11 41-46 40
12. შტუტგარტი 31 11 6 14 33-50 39
13. ნიურნბერგი 31 9 11 11 34-42 38
14. ვერდერი 31 8 8 15 45-60 32
15. ფორტუნა 31 7 9 15 37-49 30
16. აუგსბურგი 31 7 9 15 30-45 30
17. ჰოფენჰაიმი 31 7 6 18 37-60 27
18. ფიურტი 31 3 9 19 22-55 18

ბომბარდირები:
23 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 22 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
3 მაისი
გლადბახი-შალკე.

4 მაისი
შტუტგარტი-ფიურტი, ჰანოვერი-მაინცი, ვერდერი-ჰოფენჰაიმი, ნიურნბერგი-ლევერკუზენი, აინტრახტი-ფორტუნა, დორტმუნდი-ბაიერნი.

5 მაისი
ფრაიბურგი-აუგსბურგი, ჰამბურგი-ვოლფსბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული