თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრდა: კვირას, გვიან ღამით კი "ბილდმა" დაწერა, "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შტეფან ეფენბერგი განიხილებაო...
"არ მჯერა, რომ "შალკეს" ზოგიერთმა გულშემატკივარმა ეს ჭორი მართლა დაიჯერა. ჩემთვის შეურაცხყოფაა ის, რომ "შალკეს" ქომაგმა ჩემი "დორტმუნდში" გადასვლა
ვისაც ეჭვი ეპარება, ყველას ვპირდები, რომ ნაღდი შალკელი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდის "ბორუსიაში" არასდროს ვითამაშებ!" - უთხრა 19 წლის დრაქსლერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
დრაქსლერის "დორტმუნდში" გადაბარგების შესახებ სპეკულაციები მას მერე დაიწყო, რაც გაცხადდა, რომ მარიო გიოტცე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს - სპეკულაციების თანახმად, დორტმუნდელები გიოტცინიოს შემცვლელად სწორედ "შალკეს" უნიჭიერეს შემტევ ნახევარმცველს განიხილავდნენ. აქვე გეტყვით, რომ ალფრედს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.
რაც შეეხება ეფენბერგს
დრაქსლერმა ფანები კი დაამშვიდა, მაგრამ "შალკეს" ქომაგების გარკვეული ნაწილი მოგვიანებით სხვა ინფორმაციამ აღაშფოთა - "ბილდმა" დაწერა, რომ გელზენკირხენელთა მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი "შალკეს" დამრიგებლის თანამდებობაზე შტეფან ეფენბერგის კანდიდატურას განიხილავს.
ფანების საკმაოდ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეფენბერგი, როგორც ყოფილი და ლეგენდარული ბაიერნელი, "შალკეს" შესაფერისი ტიპი არ არის.
"გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, სპეკულაციებზე კი კომენტარის გაკეთება არ მსურს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ შტეფან ეფენბერგს დიდ პატივს ვცემ და მჯერა, რომ დიდი მწვრთნელი გახდება," - ეს "შალკეს" მენეჯერი ჰელდტის სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ ახლა "შალკეს" დროებით იენს კელერი წვრთნის და არც ისაა გამორიცხული, მომავალ სეზონშიც დატოვონ. თუმცაღა, ჰელდტს გაცილებით სახელოვანი სპეციალისტის მიყვანა უნდა.
თავად ეფენბერგმა "შალკესთან" კონტაქტი არც უარყო და არც დაადასტურა:
"კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მიზანი ბუნდესლიგაში მუშაობაა. მინდა, წარმატებული მწვრთნელი გავხდე და ამისათვის კარგი პირობებია საჭირო. "შალკეს" ეს პირობები აქვს, მაგრამ პირობები სხვა კლუბებსაც უვარგათ," - აღნიშნა ეფემ "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ შტეფანმა სამწვრთნელო ლიცენზია კი აიღო, მაგრამ სამწვრთნელო ასპარეზზე ჯერ იოტისოდენა გამოცდილებაც კი არ აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXXI ტურის შეჯამება: ჰუნტელაარი ზღაპრულად დაბრუნდა!