"შალკემ" შტეფან ეფენბერგთან შეთანხმება უარყო

AutoSharing Option
გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ შტეფან ეფენბერგის "შალკეს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, გელზენკირხენული კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესმა უარყო.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ, 44 წლის ეფემ "შალკეს" ბოსებს თანხმობა შეუთვალა, ოღონდ ერთი პირობით: ეფენბერგს გელზენკირხენში მუშაობის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ "შალკე" მეოთხე ადგილს ვერ დაიკავებს და ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავაო.

ეს ცოტა უცნაური ულტიმატუმია და ლოგიკურია, რომ ტიონიესმა უარყო: "ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს და სწორედ ამ გეგმის მიხედვით
ვმუშაობთ. ამჟამინდელი მწვრთნელის, იენს კელერის მუშაობით კმაყოფილები ვართ, მაგრამ სხვა სპეციალისტებზეც ვფიქრობთ!
"

"შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა კი დაადასტურა, რომ პოტენციური მწვრთნელების სიაში ეფენბერგიცაა. შეგახსენებთ, რომ შტეფანმა სამწვრთნელო ლიცენზია შარშან აიღო, მთავარ მწვრთნელად კი ჯერ არსად უმუშავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი დანიშვნა: ეფე "შალკეში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული