ჯეიმს როდრიგესი და ჯეკსონ მარტინესი "დორტმუნდში" გადადიან?

AutoSharing Option
გერმანული და პორტუგალიური პრესის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელები "პორტუს" ლიდერების, ჯეკსონ მარტინესისა და ჯეიმს როდრიგესის გადაბირებაზე ფიქრობენ. როგორც ირკვევა, "პორტუსა" და "გიმარაეშის" მატჩს, რომელიც 2:0 დამთავრდა, დორტმუნდელი სკაუტები სწორედ იმიტომ დაესწრნენ, რომ ჯეკსონი და ჯეიმსი საქმეში ენახათ.

26 წლის ჯეკსონ მარტინესმა ამ სეზონის 26 მატჩში 25 გოლი გაიტანა, მარცხენაფლანგელმა ჯეიმს როდრიგესმა კი, რომელიც 21 წლისაა, 20 შეხვედრაში 9 გოლის გატანა შეძლო და ამასთან, 8 საგოლე პასიც მიითვალა. მათ "პორტუსთან" კონტრაქტები 2016 წლამდე აკავშირებთ.

კოლუმბიური პრესა კი იმაზე წერს, რომ დორტმუნდელები
კოლუმბიელ ფეხბურთელებს მარიო გიოტცესა და რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელებად მიიჩნევენ.

გიოტცეს სიტის 20 მილიონზე უარი უთქვამს
"შპორტ ბილდის" ინფორმაციით, გიოტცეს "ბაიერნისთვის" თანხმობის მიცემამდე "მანჩესტერ სიტიში" გადასვლაზე უთქვამს უარი. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ,
რომ ინგლისური კლუბი "დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავს ზღაპრულ ხელფასს, წელიწადში 20 მილიონ ევროს (ბრუტო) სთავაზობდა, რაზეც გიოტცინიომ უარი თქვა და "ბაიერნში" მიდის, სადაც წელიწადში 10 მილიონამდე გადაუხდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსი" ჯექსონ მარტინესში 24 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული