ჰიონესი შვეიცარიაში არსებული საბანკო ანგარიშით ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი და ის უკვე თვით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც გააკრიტიკა.
"2013 წლის 20 მარტიდან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. დილის 7 საათზე გავაღე სახლის კარი და ზღურბლზე პროკურორი დამხვდა. იქიდან დაიწყო ჩემთვის ჯოჯოხეთი.
ძალიან დიდი სისულელე ჩავიდინე, მაგრამ მინდა გამოვსწორდე. ბრალდება ძალიან სერიოზულია და ბუნებრივია, ის ძალიან დიდი პრობლემაა ჩემთვის. ჰო, ბევრი ცუდი ჩამიდენია, მაგრამ ცუდი ადამიანი
შეუძლებელია, გაიგოთ ის, რასაც ახლა ამ აუტანელ ვითარებაში ვგრძნობ. თქვენ წარმოიდგინეთ, ცუდადაც მძინავს.
დიახ, მერკელმა გამაკრიტიკა, მაგრამ იმედი მაქვს, როდესმე მომეცემა საშუალება, პირად საუბარში კანცლერთან მოვყვე, როგორ მოხდა ყველაფერი, როგორ აღმოვჩნდი ამ განავალში", - თქვა ჰიონესმა.
ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი გადასახადების გადაუხდელობაშია ეჭვმიტანილი
ული ჰიონესი: ლიონელ მესი? ჩვენ გვყავს მიულერი, ლამი...