იუპ ჰაინკესი: 50 წელია, ფეხბურთში ვარ... საკმარისია!

AutoSharing Option
მას მერე, რაც მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, იუპ ჰაინკესი ფეხბურთიდან წასვლაზე ალაპარაკდა.

"მაისში 68 წლის გავხდები. მე უკვე 50 წელიწადია, პროფესიულ ფეხბურთში ვარ, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი. ამდენი წლის გავლის შემდეგ ვხვდები, რომ ეს საკმარისია", - განაცხადა ჰაინკესმა.

იოზეფ ჰაინკესი 1945 წლის 9 მაისს დაიბადა მიონხენგლადბახში. ფეხბურთელობისას ის ფორვარდი იყო და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში. მწვრთნელობისას ყველაზე დიდ მიღწევებს "რეალსა" და "ბაიერნში" მიაღწია.

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: პირველივე წუთებიდან ბრწყინვალედ ვთამაშობდით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული