კაიზერი იუპ ჰაინკესს პენსიაზე გასვლას ურჩევს

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესს "ბაიერნთან" კონტრაქტი უმთავრდება და როგორც იცით, ამ სეზონის შემდეგ რეკორდმაისტერს ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებს.

ეს თვეების წინ გადაწყდა და მაშინ მიუნხენური გრანდის შეფებმა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, რომ ეს სეზონი "ბაიერნისთვის" ასეთი ზღაპრული იქნებოდა. ჰიონესს და რუმენიგეს, ფაქტობრივად, ისე გამოუვიდათ, რომ ჰაინკესს ძალით უშვებენ - არადა, მის ხელში ბავარიული გრანდი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

თავად იუპი აქამდე სამომავლო გეგმებზე კონკრეტულად არ საუბრობდა, "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩის შემდეგ კი პირველად ახსენა პენსია:

"8 მაისს 68 წლის ვხდები, რაც
იმას ნიშნავს, რომ უკვე 50 წელია, ფეხბურთს ვემსახურები. ცხადია, ერთხელაც ყველა ფიქრობს, რომ შესაძლოა, უკვე წასვლის დრო მოვიდა,"
- განაცხადა "დონ იუპმა".

ეს ჯერ კიდევ არ არის ოფიციალური განცხადება პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე იქით მიდის, რომ ჰაინკესი ფეხბურთში არ დარჩება. არადა, ამ დღეებში ხმები დაირხა, ჰაინკესზე "ბარსელონასა" და "რეალის" ხელმძღვანელები ფიქრობენო. "დონ იუპს" პენსიაში გასვლას ურჩევს ფრანც ბეკენბაუერიც:

"ჩემი აზრით, ყველაფერი მშვიდად უნდა აწონ-დაწონოს. დარწმუნებული ვარ, რომ იუპს ყოველდღიური სტრესი აღარ უნდა და არც სჭირდება. ამაზე მეტს რას უნდა მიაღწიოს, თანაც, 70-ს უახლოვდება," - განაცხადა კაიზერ-ფრანცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: 50 წელია, ფეხბურთში ვარ... საკმარისია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული