ამის შემდეგ BVB უკვე "აიაქსს" დაუკავშირდა და 21 წლის კრისტიან ერიკსენზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. ინფორმაცია ჰოლანდიურ "ფუტბოლ ინტერნეიშენელს" ამსტერდამელთა თავკაცმა ფრანკ დე ბურმა დაუდასტურა:
"კარგად მესმის, რომ "აიაქსს" ლიდერების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ამ ზაფხულს, ალბათ, წამყვანი ფეხბურთელების მორიგი ჯგუფი დაგვტოვებს. ვგულისხმობ ტობი ალდერვეირელდს, სიმ დე იონგსა და კრისტიან ერიკსენს.
დე ბურის განცხადების შემდეგ დანიელ პლეიმეიკერს გერმანული გაზეთები დაუკავშირდნენ. გთავაზობთ მის განცხადებასაც:
"ყველა შეთავაზებას ყურადღებით გავეცნობი და გადაწყვეტილებას მშვიდ გულზე მივიღებ. ძალიან მინდა, ყველაფერი, რაც შეიძლება, სწრაფად გაირკვეს. დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ასე აჯობებს. ვიცი დორტმუნდელთა ინტერესის შესახებ. "ბორუსია" ის გუნდია, სადაც კარიერას სიამოვნებით გავაგრძელებდი. კლოპი შემტევი ფეხბურთის მოყვარულია და ვფიქრობ, ადაპტაციის პრობლემა არ უნდა შემექმნას. თანაც, ის მუდმივად იბრძვის ტიტულებისთვის. რამდენიმე წლის წინ შეიძლება გერმანიაში წასვლაზე არც დავფიქრებულიყავი, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა".
გეტყვით, რომ სულ მიმდინარე სეზონში ერიკსენმა 53 თამაში ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვინ შეცვლის მარიო გიოტცეს "დორტმუნდში"?