"ბაიერნმა" ნეიმარი უარყო

AutoSharing Option
"სანტოსის" ერთ-ერთი ფუნქციონერი ამტკიცებს, ნეიმარი ზაფხულში "ბაიერნში" გადავა - ეს ამბავი გადაწყვეტილიაო. მიუნხენური კლუბი კი ამ ინფორმაციას უარყოფს.

კაცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნეიმარი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს, ადვოკატი და ყოფილი პარლამენტარი ვისენტე კასკიონეა, რომელიც 90-იან წლებში სანტოსის მერობისთვის იბრძოდა და ამ კამპანიაში მას თვით პელე უჭერდა მხარს. სწორედ ამ კაცმა დაწერა ახლა თავის ბლოგზე ასეთი რამ: "პირველი წყაროდან მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეიმარის ტრანსფერი გადაწყვეტილია და ის კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. ნეიმარმა უკვე გააფორმა კონტრაქტი გერმანულ კლუბთან!"

70 წლის ფუნქციონერი
ამტკიცებს, რომ უტყუარ ინფორმაციას ფლობს: "სპეკულაციები ჩემი სტილი არ არის. ეს ინფორმაცია უტყუარია! აი, ნახავთ, აგვისტოდან ნეიმარი "ბაიერნის" ფეხბურთელი იქნება!"

ვისენტეს "უტყუარ ინფორმაციას" "ბაიერნი" ოფიციალურად გამოეხმაურა და მისი ცნობები უარყო. "ეს ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, მოლაპარაკებებიც კი არ მიმდინარეობს," - განაცხადა რეკორდმაისტერის პრესმდივანმა მარკუს ჰიორვიკმა.

21 წლის ნეიმარის გადაბირებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ბოლოს ფავორიტებად "ბარსელონა" და "რეალი" მიიჩნეოდნენ, ბრაზილიელი ფუნქციონერი კი თავისას არ იშლის: "ის არც ესპანეთში წავა, როგორც ყველა ფიქრობს და არც იტალიაში. არც ბარსელონა, არც მადრიდი - ნეიმარი გერმანიაში მიდის. ვისაც ამაში ეჭვი გეპარებათ, უბრალოდ, მოიცადეთ და ნახავთ".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს, რომელსაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორმით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი, "სანტოსთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რეალი" ნეიმარს ზუსტად ისეთ ხელფასს სთავაზობს, როგორიც კრიშტიანო რონალდოს აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული