29 წლის ვესტერმანმა (ჰამბურგი) და 26 წლის ბეკმა (ჰოფენჰაიმი) გერმანიის ნაკრებში ბოლოს 2010 წლის 17 ნოემბერს, შვედეთთან მატჩში (0:0) იასპარეზეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლიოვი ამ ფეხბურთელებს აშშ-ის ტურნეში წაიყვანს, სადაც ბუნდესგუნდი
ლიოვი ბუნდესგუნდის განაცხადს ოფიციალურად 16 მაისს დაასახელებს, მაგრამ გერმანიის ნაკრების შემადგენლობის კონტურები გამოიკვეთა, რადგან რაკი ეს სანაკრებო პაუზა ფიფას მიერ არაა დადგენილი, იოგი იძულებული გახდა, კლუბებისთვის არა მოთხოვნით, არამედ თხოვნით მიემართა.
"კიკერის" ჟურნალისტმა ისიც დაადგინა, რომ ლიოვი ნაკრებში "ვერდერის" 27 წლის ნახევარმცველ აარონ ჰანტს და "ჰამბურგის" მარცხენაფლანგელებს, დენის აოგოს (26) და მარსელ იანსენსაც (27) აბრუნებს.
ჰანტს ბუნდესგუნდში ბოლო მატჩი 2010 წლის 11 აგვისტოს (2:2 დანიასთან) აქვს ჩატარებული, აოგომ კი გერმანიის ნაკრების ფორმა უკანასკნელად 2012 წლის 29 თებერვალს (1:2 საფრანგეთთან) მოირგო. რაც შეეხება იანსენს: მან მარტში, ყაზახეთთანაც (4:1) ითამაშა.
როგორც ზემოთაც ვთქვით, დებიუტანტი მინიმუმ ორი იქნება: 24 წლის მცველი ფილიპ ვოლშაიდი და 25 წლის შემტევი სიდნი სემი (ორივე "ლევერკუზენი"). აღსანიშნავია, რომ ლიოვმა "ლევერკუზენში" სწორედ ეს ფეხბურთელები მოიკითხა და არა გაცილებით გამოცდილები - სიმონ როლფესი (32), გონსალო კასტრო (25), შტეფან რაინარტცი (24) ან შტეფან კისლინგი (29). ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ხდება, იოგი კი ნაკრებში არა და არ იძახებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრები - "ბორუსია დოიჩლანდი"