კრისტოფ მეტცელდერი კარიერას ამთავრებს

AutoSharing Option
კრისტოფ მეტცელდერმა აქტიური სპორტული კარიერის დამთავრება გადაწყვიტა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შალკეს" 32 წლის უკანახაზელი ამ ინფორმაციას ოფიციალურად 16 მაისს, სპეციალურად დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააჟღერებს. კრისტოფს გერმანიის ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგაში კი 126 შეხვედრაში "დორტმუნდის" ფორმით იასპარეზა, 52 მატჩში კი "შალკეს" ფორმა ეცვა.

გარდა ამისა, ფეხბურთელი, რომელიც ბოლო დროს ტრავმებმა გატანჯა, 2007-დან 2010 წლამდე მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა, სადაც თავი ვერაფრით დაიმკვიდრა და ჯამში პრიმერადივიზიონის მხოლოდ 23 მატჩში ათამაშეს. თუმცა 2008 წელს მეტცელდერმა "რეალთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.

კარიერის
საუკეთესო წლები მეტცელდერმა უდავოდ "დორტმუნდში" გაატარა, სადაც პროფესიული კარიერის მეორე სეზონში, 2002 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, მერე კი, გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი შეიქნა. "შალკესთან" ერთად კრისტოფმა გერმანიის თასი (2011) მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული