ბუცები ლურსმანზე: მეტცე დაგვემშვიდობა!

AutoSharing Option
"შალკეს" გულშემატკივრები მას შაბათსვე გამოემშვიდობნენ, ახლა კი გაირკვა, რომ 32 წლის კრისტოფ მეტცელდერი არა მარტო გელზენკირხენული კლუბიდან, არამედ საერთოდ ფეხბურთიდან მიდის.

გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი (47 მატჩი ბუნდესგუნდში), მიმდინარე სეზონის დასრულებასთან ერთად, აქტიურ სპორტულ კარიერასაც ამთავრებს. მეტცე ბოლო დროს ტრავმებმა გატანჯეს და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ამიტომაც გადაწყვიტა.

კრისტოფ მეტცელდერს ბუნდესლიგაში დორტმუნდის "ბორუსიას" ფორმით 126 მატჩი აქვს ჩატარებული (ამ კლუბში 2002 წელს გერმანიის ჩემპიონიც გახდა), "შალკეს" ფორმით კი 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (გელზენკირხენულ კლუბთან ერთად 2011 წელს გერმანიის თასი მოიგო).

ამას
გარდა, მეტცელდერი 2007-დან 2010 წლამდე მადრიდის "რეალში" ირიცხებოდა, მაგრამ "სამეფო გუნდში" ვერ დამკვიდრდა. ამაში ტრავმებმაც შეუშალა ხელი და საბოლოო ჯამში, "რეალში" პრიმერადივიზიონის მხოლოდ 23 შეხვედრაში იასპარეზა. თუმცა, მადრიდულ გრანდთან ერთად მან 2008 წელს ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა. გერმანიის ნაკრებში კი მისი საუკეთესო მიღწევა 2002 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრისტოფ მეტცელდერი კარიერას ამთავრებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული