კრუსე და მიულერი გერმანიის ნაკრებში, ოღონდ ნიკოლაი!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, დაპირებისამებრ, ის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელსაც ჩრდილოამერიკულ ტურნეზე წაიყვანს.

თავიდანვე გარკვეული იყო, რომ იოგი ამ მოგზაურობაში ექსპერიმენტულ შემადგენლობას იახლებდა. ბუნდესგუნდის სიაში ოთხი დებიუტანტია: ლევერკუზენელები ვოლშაიდი და სემი, მაინცელი ნიკოლაი მიულერი და ფრაიბურგიდან "გლადბახისკენ" გეზაღებული მაქს კრუსე.

მიუხედავად იმისა, რომ იოახიმ ლიოვმა თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გერმანული კლუბები გავიდნენ და იქ მოთამაშე ფეხბურთელებს შეუძლიათ, ამერიკაში არ წამოვიდნენო, დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველებმა სვენ ბენდერმა და კევინ გროსკროიტცმა ნაკრებში თამაშის შანსზე უარი არ თქვეს, "უემბლის" ფინალის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრებიან
და 2 ივნისს აშშ-ის ნაკრებთან ითამაშებენ.

"გერმანიის ნაკრებში თამაში იმდენად დიდი პატივია, რომ ამის გამო შვებულებას სიამოვნებით შევიმოკლებ," - აცხადებს 24 წლის ბენდერი. სწორედ მასთან და გროსკროიტცთან ერთად შეუერთდება ბუნდესგუნდს მიროსლავ კლოზეც.

ბენდერი, გროსკროიტცი, კლოზე და გერმანიის ნაკრების სხვა წამყვანი ფეხბურთელები ამერიკული ტურნეს პირველ მატჩს (29 მაისს, ეკვადორთან) გამოტოვებენ. ბუნდესგუნდის შემადგენლობა ლიოვმა 16 მაისს დაასახელა და ერთბაშად ოთხ დებიუტანტს უხმო: ფილიპ ვოლშაიდსა და სიდნი სემს ლევერკუზენიდან; ასევე - ფრაიბურგელ მაქს კრუსეს, რომელიც მომდევნო სეზონიდან "გლადბახში" ითამაშებს და მაინცელ ნიკოლაი მიულერს.

აღსანიშნავია, რომ იორგ ჰაინრიხის, იენს ტოდტისა და სებასტიან კელის შემდეგ კრუსე "ფრაიბურგის" მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ "მაინცში" მიულერსაც სამი წინამორბედი ჰყავს: მანუელ ფრიდრიხი, ანდრე შიურლე და ლუის ჰოლტბი.

"ნაკრებში გამოძახება ოთხივე მათგანმა დაიმსახურა. ამ სეზონში ოთხივე მოთამაშე გამორჩეული იყო და ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ისინი ბუნდესგუნდშიც გამოვცადოთ," - განაცხადა 16 მაისს ლიოვმა. დებიუტანტებთან ერთად, ბევრია გერმანიის ნაკრებში დაბრუნებულიც: დენის აოგო, აარონ ჰანტი, შტეფან რაინარტცი და ანდრეას ბეკი.

სანამ ბუნდესგუნდის განაცხადს გაეცნობოდეთ, იმ წამყვან ფეხბურთელებს ჩამოგითვლით, რომლებიც მიზეზთა გამო სიაში ვერ მოხვდნენ: მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, ჟერომ ბოატენგი, ბასტიან შვაინშტაიგერი, თომას მიულერი, მარიო გომესი, ტონი კროოსი, ჰოლგერ ბადშტუბერი (ყველა "ბაიერნი"); მატს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი, ილქაი გიუნდოგანი, მარიო გიოტცე, მარკო როისი (ყველა "დორტმუნდი"); მესუთ იოზილი, სამი ხედირა (ორივე რეალი).

გერმანიის ნაკრების განაცხადი

ფეხბურთელი თამაში გოლი

მეკარეები
1. რენე ადლერი (ჰამბურგი) 11 0
12. რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი) 2 0
22. მარკ ადნრე ტერ-შტეგენი (გლადბახი) 2 0

მცველები
2. ანდრეას ბეკი (ჰოფენჰაიმი) 9 1
4. ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე) 12 1
5. ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი) 24 3
6. დენის აოგო (ჰამბურგი) 10 0
7. მარსელ იანსენი (ჰამბურგი) 37 3
17. პერ მერტეზაკერი (არსენალი) 88 2
23. ფილიპ ვოლშაიდი (ლევერკუზენი) 0 0

ნახევარმცველები
3. შტეფან რაინარტცი (ლევერკუზენი) 1 0
8. იულიან დრაქსლერი (შალკე) 4 0
9. ანდრე შიურლე (ლევერკუზენი) 22 7
10. ლუკას პოდოლსკი (არსენალი) 108 44
13. ნიკოლაი მიულერი (მაინცი) 0 0
14. აარონ ჰანტი (ვერდერი) 2 0
15. ლარს ბენდერი (ლევერკუზენი) 12 1
16. სვენ ბენდერი (დორტმუნდი) 3 0
18. სიდნი სემი (ლევერკუზენი) 0 0
21. რომან ნოიშტედტერი (შალკე) 1 0
24. კევინ გროსკროიტცი (დორტმუნდი) 3 0

თავდამსხმელები
11. მიროსლავ კლოზე (ლაციო) 126 67
20. მაქს კრუსე (ფრაიბურგი) 0 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ძველები და ახლები ბუნდესგუნდში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული