იუპ ჰაინკესი: მიონხენგლადბახი ჩემი სახლია [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" მიონხენგლადბახში ადგილობრივი "ბორუსია" 4:3 დაამარცხა. ამ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან დუბლი შეასრულა ფრანკ რიბერიმ, თითო გოლი კი ხავი მარტინესმა და არიენ რობენმა გაიტანეს.

ამ შეხვედრაში გააცილეს სტუმართა თავკაცი იუპ ჰაინკესი, რომელსაც მომავალ სეზონში ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის. სიმბოლურია, რომ ჰაინკესი გლადბახში გააცილეს, სადაც ის თამაშობდა.

ჰაინკესმა უკვე განაცხადა, რომ ბუნდესლიგაში გუნდს აღარ გაწვრთნის. მატჩის შემდეგ მან ცრემლები ვერ შეიკავა:

"ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტია. რადგან როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი აქ, მიონხენგლადბახში ჩამოვყალიბდი. ისევ იმ
სტადიონზე რომ ჩატატებულიყო მატჩი, ალბათ მოზღვავებულ ემოციებს ვერც გავუძლებდი. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, ასეთმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ მაფიქრებინა, რომ აქ არის ჩემი სახლი"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული