ვისაც ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ "ჰოფენჰაიმი" უკვე მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული ეგონა, მწარედ შეცდა.
ჯერ იყო და, "სოფლელებმა" უკანასკნელ ტურში ყველასათვის მოუდლონელად დორტმუნდში გაიმარჯვეს (2:1) და რელეგაციაზე თამაშის უფლება მოიპოვეს, ახლა კი მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან "კაიზერსლაუტერნთან" პირველ რაუნდში 3:1 იმარჯვეს და ელიტაში დარჩენასთან ძალიან ახლოს არიან. ფაქტია, რომ "ჰოფემ" საპასუხო მატჩის წინ მშვენიერი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ბეტცენბერგზე ორშაბათს გაიმართება, ჯოჯოხეთი ელის.
მიუხედავად იმისა, გადარჩება თუ არა "ჰოფე", უკვე ფაქტია, რომ გუნდის მფლობელმა
"კაიზერსლაუტერნმა" საპირველბუნდესლიგო ფეხბურთი ვერ ითამაშა, თუმცა მაჰამადუ იდრისუს გოლმა "წითელი ეშმაკების" ქომაგებს ელიტაში აღზევების იმედი დაუტოვა - ფაქტია, რომ "ფრიც ვალტერ შტადიონზე" "ლაუტერნი" სულ სხვანაირად ითამაშებს. "ჰოფეს" გმირი კი რობერტო ფირმინო გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. იდრისუს გოლის შემდეგ კი, საბოლოო და "ჰოფენჰაიმისთვის" სასურველი ანგარიში გისდოლის ჯოკერმა, სვენ შიპლოკმა დააფიქსირა.
ბუნდესლიგა. რელეგაციის პირველი მატჩი
ჰოფენჰაიმი-კაიზერსლაუტერნი 3:1
გოლები: 1:0 რობერტო ფირმინო (11), 2:0 რობერტო ფირმინო (29), 2:1 იდრისუ (58), 3:1 შიპლოკი (67)
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, თესკერი - პოლანსკი, რუდი (65. შიპლოკი) - სალიჰოვიჩი (87. ზიულე), ჯონსონი - რობერტ ფირმინო, ფოლანდი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ზიპელი - დიკი, ტორეხონი, ჰაინტცი, ლიოვე - ბორისიუკი, ორბანი - ვაიზერი (76. ბუნიაკუ), ბაუმიოჰანი - ჰოფერი (68. რიდელი), იდრისუ (90. ცელნერი).
გაფრთხილება: სალიჰოვიჩი, ბეკი - ჰაინტცი, ტორეხონი, ბაუმიოჰანი
მაყურებელი: 30 150
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"