გადაწყდა: სანტანა "დორტმუნდიდან" მიდის!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" "ვერდერიდან" სოკრატის პაპასტატოპულოსი რომ გადაიბირა, ამ ტრანსფერით ცხადი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს ერთი ცენტრალური მცველი დატოვებდა და ასეც მოხდა:

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიელი ფელიპე სანტანა "დორტმუნდიდან" მიდის. ეს ინფორმაცია 27 წლის მცველმა თვითონვე დაადასტურა და "ფეისბუქზე" გაკეთებულ განცხადებაში თანაგუნდელებს, "დორტმუნდის" ხელმძღვანელებსა და ფანებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

სანტანას არ უთქვამს, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ვარაუდობენ, რომ "დორტმუნდის" მოსისხლე მტერ "შალკეში" გადავა. ფელიპე სანტანას "ბორუსიასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის
მიხედვითაც, მას გუნდიდან წასვლა ახლა სულ რაღაც 1 მილიონ ევროდ შეუძლია.

სანტანა "დორტმუნდში" 2008 წელს გადავიდა და მას მერე "ბორუსიას" რიგებში ბუნდესლიგის 94 მატჩი ჩაატარა. თუმცა ბრაზილიელი ძირითადი შემადგენლობის წევრად არასდროს მიიჩნეოდა - მან მატს ჰუმელსისა და ნევენ სუბოტიჩის კონკურენცია ვერაფრით დაძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სწორედ სანტანამ გაიყვანა "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, როცა "მალაგას" საპასუხო მატჩში გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გაუტანა.

აქვე გეტყვით, რომ "დორტმუნდის" მარჯვენა მცველ ლუკაშ პიშჩეკს ოპერაცია სჭირდება და ხუთი თვე იუქმებს. აღსანიშნავია, რომ მისი შეცვლა ახალწვეულ სოკრატისსაც შეუძლია - ბერძენი ცენტრალური მცველია, მაგრამ მარჯვნივ თამაშიც ეხერხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"დორტმუნდის" გმირი "შალკეში" მიდის!
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ოპერატიულები ხართ:)) ერთი თვის წინანდელი ინფოა, ეს რო წავიდა იმიტომაც დაიმატეს სოკრატისი და არა პირიქით
Neuer
28 მაისი 2013 15:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული