68 წლის გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას დასვენება ესაჭიროება, თუმცა კარიერის დასრულებას კი არ აპირებს, არამედ დროებით შესვენებას.
"დასვენება საერთოდ არ მქონია. ასაკში როცა შედიხარ, ძალების აღდგენა სულ უფრო ძნელია, მე კი ძალიან სტრესული სამუშაო მაქვს. დაღლა განსაკუთრებით ბოლო კვირებში ვიგრძენი.
პეპ გვარდიოლას "ბაიერნში" წარმატებას ვუსურვებ, მე მას ძალიან ვაფასებ. სეზონის შემდეგ რამდენიმე კლუბს სურდა ჩემი აყვანა, თუმცა ფული მთავარი არ არის ჩემთვის", - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.
გერმანელმა გადაწყვიტა, რომ 2013/14 წლების სეზონში დაისვენოს. მან თქვა, რომ ამ დროს სეირნობაში, რესტორნებში სიარულსა და მუსიკის მოსმენაში გაატარებს.
ასე რომ, მადრიდის "რეალში" ჟოზე მოურინიოს შემცვლელი სხვაა და არა ჰაინკესი.
ასევე იხილეთ:
დონ იუპი "ბაიერნიდან" ამაყად მიდის!