მარკ ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" უახლოვდება!

AutoSharing Option
"ბარსელონას" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების მესამე მეკარის, მარკ ანდრე ტერ შტეგენის გადაბირება რომ უნდა, ამის შესახებ არაერთხელ დავწერეთ.

სიახლე ისაა, რომ ჩვენი ესპანელი და გერმანელი კოლეგების ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ბარსა" 21 წლის გერმანელ მეკარეს 15 მილიონ ევროდ შეიძენს, მაგრამ ტერ შტეგენი მომდევნო სეზონში მაინც "გლადბახის" კარის დარაჯი (არენდა) იქნება.

მოვლენების ასეთი განვითარება საკმაოდ ლოგიკურია იმის გამოც, რომ ვიქტორ ვალდესი "ბარსელონადან" გაისად, 2014/15 წლების სეზონის წინ უნდა წავიდეს და სწორედ იმ სეზონიდან გახდება ტერ შტეგენი კატალონიური გრანდის კიპერი.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
აშშ-გერმანია 4:3 - კლინსიმ ლიოვი გააწბილა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული