"შტუტგარტმა" მოა იყიდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, 27 წლის თავდამსხმელი მოჰამედ აბდელაუ "ჰანოვერიდან" "შტუტგარტში" გადაბარგდა და შვაბენლანდურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "მიხარია, რომ მოა ჩვენთან გადმოვიდა. ის საერთაშორისო დონეზე გამოცდილი თავდამსხმელია და ჩვენს წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს," - უთხრა "შტუტგარტის" მენეჯერმა ფრედი ბობიჩმა "კიკერს".

"შტუტგარტელთა წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია. ეს უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია, რომლის ფორმას დიდი სიამოვნებით მოვირგებ. იმედია, "შტუტგარტი" გაძლიერდება და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს," - ეს თავად აბდელაუს სიტყვებია.

ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელს, რომელიც წარმოშობით მაროკოელია, ბუნდესლიგაში 80 მატჩი აქვს ჩატარებული და 29
გოლის გატანა მოახერხა, ნორვეგიის ნაკრებში კი 25 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და 2011 წელს ნორვეგიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შტუტგარტს" აბდელაუს ტრანსფერი 3.5-დან 4 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ "შტუტგარტმა" მანამდე კონსტანტინ რაუში (ასევე "ჰანოვერიდან", უფასოდ), მარკო როხასი (მელბურნიდან), დანიელ შვააბი (ლევერკუზენიდან), სერჩან სარარერი (ფიურტიდან) და მეკარე ტორსტენ კირშბაუმი (კოტბუსიდან) გადაიბირა.

თითქმის გადაწყვეტილია დორტმუნდის "ბორუსიადან" მორიტც ლაიტნერის ტრანსფერი, რომელიც შვაბებს არენდით შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული