როგორ დაინიშნა პეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნში"

AutoSharing Option
საყოველთაო მოსაზრებით, ხოსეპ გვარდიოლამ მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობა რამდენიმე ვარიანტის უარყოფის შემდეგ გადაწყვიტა. თუმცა "შპიგელი" მოვლენათა განვითარების სულ სხვა ქრონოლოგიას გთვავაზობს - თურმე, ესპანელმა თავკაცმა თავად შესთავაზა თავისი კანდიდატურა გერმანულ კლუბს, თანაც მაშინ ჯერ კიდევ "ბარსელონაში" მუშაობდა.

პირველი კონტაქტის თარიღია 2011 წლის 26 ივლისი. კარლ ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი "ალიანს არენას" ვიპ რესტორანში ისხდნენ, როცა მათთან ხოსეპ გვარდიოლა მივიდა ("ბარსელონა" ზაფხულის ტურნირში მონაწილეობდა).

"თქვენ კლუბს ძალიან საინტერესო ფილოსოფია აქვს. მე ჩემ თავს წარმოვიდგენ მომავალში "ბაიერნის" მწვრთნელად", - თქვა გვარდიოლამ, რომელიც
მაშინ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახლდათ. დამშვიდობებისას გვარდიოლამ რუმენიგეს ტელეფონის ნომერი დაუტოვა.

შემდეგ, ული ჰიონესის 60 წლის იუბილეზე იტალიელმა აგენტმა ჯოვანი ბრანკინიმ რუმენიგეს შეახსენა, რომ პეპის წინადადება ძალაშია.

2012 წლის ივლისში რუმენიგე ბარსელონაში გაფრინდა და პეპთან 6-საათიანი საუბარი ჰქონდა. თუმცა ყველაფერი ნოემბერში გადაწყდა, როცა გვარდიოლამ დაურეკა რუმენიგეს და უთხრა: "მე მსურს "ბაიერნის" გაწვრთნა".

ასევე იხილეთ:
პეპ გვარდიოლა: ოდესღაც მეც დავმარცხდები
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეეტენა ფაქტიურად..
Georgi
08:03 17-06-2013
0

სიახლეები პოპულარული