ხოსეპ გვარდიოლა: ერთმანეთის კარგად გასაცნობად დრო გვჭირდება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიუნხენურ სუპერკლუბში ჩატარებული სამუშაოს პირველი კვირა შეაფასა.

"ბაიერნში" სამუშაოს დაწყებიდან ერთი კვირის თავზე შემიძლია გითხრათ, რომ მოხიბლული ვარ ამ გუნდით. და ეს არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ კლუბის თანამშრომლებსაც ეხება.

რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი დრო გვჭირდება, რათა კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, თუმცა გუნდში არსებული ურთიერთობები თვალსაჩინოა და მე ის მომწონს.

ამჟამად ჩვენთვის მზადების ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია - ტაქტიკაც და ფიზიკური ფორმაც.

რაც მთავარია, ფეხბურთელების უფრო ახლოს გაცნობის საშუალება მეძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ
თითოეული მათგანი კარგად აცნობიერებს სეზონის წინ მზადების მნიშვნელობას",
- თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნის" სამზადისი: ხოსეპ გვარდიოლა პატარებს აკვირდება
"ბაიერნი": ხოსეპ გვარდიოლა ახალ ველოსიპედს იგონებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული