იურგენ კლოპმა რობერტ ლევანდოვსკი დაიბარა

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკის მორიგ შეტევაზე უკვე ვწერდით - პოლონელ თავდამსხმელს დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შემოელანძღა და დასძინა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მთელი სეზონის განმავლობაში კარგ ხასიათზე ვიქნებიო, რითაც ირიბად დაიმუქრა. გუშინ ლევანდოვსკის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

"ამ დღეებში რობერტს აუცილებლად დაველაპარაკები. თუ კიდევ რამე აქვს სათქმელი, ახლა უნდა თქვას და ამით მოვრჩეთ ამ მითქმა-მოთქმას. ეს თემა ოდესმე ხომ უნდა ამოიწუროს?" - განაცხადა კლოპმა გერმანიის თასის პირველი რაუნდის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. თასის პირველ ეტამზე "ბორუსია" "ვილჰელმსჰაფენს" ეთამაშება, მაგრამ პრესკონფერენციის
მთავარი თემა არა ეს მატჩი, არამედ სწორედ ლევანდოვსკის საგა იყო.

"ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებს ლევანდოვსკი მოედანზე, ვიდრე ის, თუ რას იტყვის პოლონურ პრესასთან საუბრისას. იმიტომ, რომ მის მიერ გაკეთებულ საქმეს სხვანაირი ინტერპრეტაცია ვერ მიეცემა, სიტყვებზე კი ბევრს მსჯელობენ ხოლმე და განცხადებებს როგორც უნდათ, ისე ატრიალებენ," - აცხადებს 46 წლის მწვრთნელი.


ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: მიუნხენის "ბაიერნი" ახალი სეზონისთვის მზადაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული