დორტმუნდის "ბორუსიამ" ფინანსური წელიწადი სარეკორდო მოგებით დახურა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" ფინანსური წელიწადი სარეკორდო შემოსავლითა და მოგებით დახურა.

სეზონში, რომელშიც "ბორუსია" გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, შემოსავალმა 305 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ კლუბისთვის სარეკორდოა (შარშან 215.2 მილიონი იყო).

სუფთა მოგება კი 53.3 მილიონ ევროს შეადგენს (შარშან 34.3 მილიონი).

ამრიგად, "დორტმუნდმა" თავის აქციონერებს დივიდენდები გადაუხადა: 10 ცენტი ერთ აქციაზე (შარშან 6 ცენტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დორტმუნდის ბორუსია მაგარი გუნდია.
vasiko
20:51 06-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული