ილქაი გიუნდოგანი ერთი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა - 22 წლის ფეხბურთელს ექიმებმა ერთთვიანი იძულებითი პაუზა გამოუწერეს.

მიუხედავად ამისა, "დორტმუნდში" მისი შემცვლელის ტრანსფერზე არ ფიქრობენ.

"ილქაის არყოფნა ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურების საბაბს ვერ ვხედავ,
- აცხადებს "ბორუსიას" მენეჯერი მიხაელ ცორკი, - ნური შაჰინის, სებასტიან კელისა და სვენ ბენდერის სახით ჩვენ კიდევ სამი მაღალი დონის საყრდენი ნახევარმცველი გვყავს".

ცორკისვე თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 24 წლის იაპონელი გამთამაშებლის, შინჯი კაგავას დაბრუნებაც გამორიცხულია. "იუნაიტედში" იაპონელს სათადარიგოთა
სკამს ახეხინებენ, მაგრამ კაგავა "ბორუსიასაც" არ სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული