26 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 4-წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. რურელები ფეხბურთელის წარდგენას სპეციალურ პრესკონფერენციაზე ამ დღეებში აპირებენ.
"შალკე" ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში წელს ვეღარ გამოიყენებს. ბოატენგმა სულ რაღაც 3 დღის წინ "მილანის" რიგებში "ეინდჰოვენთან" ლიგის პლეი ოფში ითამაშა და დუბლიც შეასრულა.
იტალიური წყაროების მტკიცებით, "ხუმარებს" გარიგება 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ბოატენგის შემცვლელად "როსონერი" კაკას (რეალი) ან კეისუკე ჰონდას (ცსკა) შეძენას აპირებს.
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ბოატენგი? ჩვენ ფეხბურთელები გვინდა,