დორტმუნდი-ნიურნბერგი 3:0: მობოდიშება ჰამბურგისათვის [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" შინ 3:0 გაანადგურა "ნიურნბერგი". იურგენ კლოპის გუნდი 45 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა და "ლევერკუზენს" 2 ქულით გაუსწრო.

51-ე წუთზე ანგარიში საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გაიხსნა, მატს ჰუმელსმა მეკარის მოგერიებულს ახლო მანძილიდან დაამატა.

64-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანის პასით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

83-ე წუთზე იონას ჰოფმანმა საჯარიმოში მხითარიანი მოძებნა და სომეხმა ფეხბურთელმაც ანგარიშს წერტილი დაუსვა.

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "ჰამბურგთან" მატჩის შემდეგ ჩვენ საკუთარი თავი არცთუ სახარბიელო ვითარებაში ჩავიგდეთ. დღეს მე დავინახე, როგორ ცდილობდა ჩემი გუნდი იმ მატჩის
წაგებისთვის მობოდიშებას. სწორედ ამიტომ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული