დორტმუნდის "ბორუსია" ფინანსურადაც ეცემა

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში დორტმუნდის "ბორუსიას" მერვე წაგების შემდეგ გუნდის აქციების ფასი ექვსი პროცენტით დაეცა, - იტყობინება გაზეთი "ბილდი". ამ მომენტისთვის ერთი აქციის ღირებულება 3.99 ევროს შეადგენს. გერმანიის ჩემპიონატის 13 ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდი 11 ქულით ბოლო ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

ამასობაში, "დორტმუნდის" ნახევარმცველმა კევინ გროსკროიტცმა ღია წერილით მიმართა კლუბის გულშემატკივრებს. 26 წლის ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

"უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, - მოჰყავს "ბილდს" გროსკროიტცის სიტყვები. - რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაციაში მე, როგორც ფეხბურთელს, არაფრის თქმის უფლება არ
მაქვს. უმჯობესი იქნება, თუ ჩუმად ვიქნები და ვეცდები შედეგების გაუმჯობესებას. ჩემთვის და გუნდისთვის ეს სრულიად ახალი სიტუაციაა.

და ამაში დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვართ. სრულიად მესმის გულშემატკივრების რეაქცია "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია.

ერთი მხრივ, მეგობრები მყავს ტრიბუნებზე, ისინი განაწყენებულნი და განრისხებულნი არიან; მეორე მხრივ, ჩემი მეგობრები მოედანზე და ისინიც იმავეს გრძნობენ, მაგრამ მომხდარში დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვართ... მაპატიეთ გრძელი სიტყვისთვის, მაგრამ ვამბობ იმას, რაც გულიდან ამოდის. თუმცა ერთი უცვლელი რჩება - "ბორუსია" არასოდეს დაეშვება უფსკრულში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული