ბუნდესლიგა. XVII ტური: იურგენ კლოპი - იდიოტების კრებულს ვგავდით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ვერდერი-ბორუსია (დ) 2:1

20 დეკემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის 6 მატჩი გაიმართა. მიუნხენის "ბაიერნის" მდევარმა "ვოლფსბურგმა" მოიგო და სხვაობა ისევ 11 ქულა გახდა. "ვოლფსბურგმა" დოსტის და ნალდოს თავურების წყალობით დაამარცხა "კიოლნი" - 2:1.

ბრემენის "ვერდერმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ბუნდესლიგაში მე-10 მარცხი აგემა - 2:1. მასპინძელთა რიგებში თავი დეივი ზელკემ და ფინ ბარტელსმა გამოიჩინეს, "დორტმუნდის" ერთადერთი გოლი თავურით მათს ჰუმელსმა გაიტანა. "დორტმუნდი" მე-17 ადგილზეა.

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "ყველაზე კარგი სიახლე ისაა, რომ ამით 2014 წელი დასრულდა. ნებისმიერი კრიტიკა სამართლიანია. დღეს ჩვენ
გამოვიყურებოდით, როგორც იდიოტების კრებული და ეს ჩვენი ბრალია. ახლა ჩვენ სამი კვირა გვაქვს, რომ ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის კარგად მოვემზადოთ. ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ, რაც გავაფუჭეთ".

"შალკეს" ფორვარდმა კლაას-იან ჰუნტელაარმა კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა, თუმცა ეს გოლით ვერ აღნიშნა, "ჰამბურგთან" შეხვედრაში გოლები საერთოდ არ გასულა.

"ლევერკუზენი" "აინტრახტთან" თამაშში მარცხს ქარიმ ბელარაბის გოლის წყალობით გადაურჩა - 1:1.

შალკე-ჰამბურგი 0:0

ლევერკუზენი-აინტრახტი 1:1
გოლები: 0:1 მაიერი (36-პენ), 1:1 ბელარაბი (83)

აუგსბურგი-გლადბახი 2:1
გოლები: 0:1 კრუზე (3-პენ), 1:1 ფოილნერი (20), 2:1 ბობადილია (51)

ვერდერი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 ზელკე (3), 2:0 ბარტელსი (62), 2:1 ჰუმელსი (69)

შტუტგარტი-პადერბორნი 0:0

ვოლფსბურგი-კიოლნი 2:1
გოლები: 0:1 მარო (11), 1:1 დოსტი (16), 2:1 ნალდო (76)

1. ბაიერნი 45 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 34; 3. ლევერკუზენი - 28; 4. გლადბახი - 27; 5. შალკე - 27.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული