"ლევერკუზენი": იედვაი სრულფასოვანი ფარმაცევტია

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერი" მოელაპარაკა "რომას" ხორვატი მცველის, ტინ იედვაის კონტრაქტის გამოსყიდვაზე.

19 წლის ფეხბურთელი "ფარმაცევტების" რიგებში 2014 წლის ზაფხულიდან იჯარის წესით თამაშობს. "კიკერის" ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 7.5 მილიონი ევრო შეადგინა. მცველი ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომელიც 2019 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

იედვაი "რომაში" 2013 წელს გადავიდა ზაგრების "დინამოდან". ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი (12 - ძირითად შემადგენლობაში) ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ასევე, მის ანგარიშზეა ერთი საგოლე პასი, ხუთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.

ამ დღეებში იედვაის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა.
კერძოდ, ხორვატმა ფლორიდაში შეკრებისას ბარძაყის ტრავმა მიიღო. ეს ცნობა კლუბმაც დაადასტურა. აღდგენის ვადებზე არაფერს წერენ, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ იედვაის მეორე წრის სტარტის გამოტოვება მოუწევს.

* * *
გაირკვა, რომ ლევერკუზენის "ბაიერი" არ გაუშვებს ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს "ჰამბურგში" ფორვარდ იოსიპ დრმიჩს. ამ გარიგებაზე უარი თავად "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოდერმა განაცხადა.

"არ ვაპირებთ მის გაყიდვას ან იჯარით გაშვებას. დრმიჩისთვის პირველი წრე ისე არ წარიმართა, როგორც მას სურდა, მაგრამ რთული მეორე წრე გველოდება სამ ფრონტზე მატჩებით. ამიტომაც ფორვარდს არავის დავუთმობთ. მან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მეორე წრეში", - ამბობს ფიოლერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული