გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ: მთელი ყურადღება დორტმუნდისკენ

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეორე წრე ლიდერისა და მეორეადგილოსნის მატჩით იხსნება. "ბაიერნი" სტუმრად ჩადის სათამაშოდ.

ამ შეხვედრას ნაღვლიანი ფონი ახლავს "მგლების" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჯუნიორ მალანდას დაღუპვის გამო. ამ ფეხბურთელს წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. სხვათა შორის, მალანდა იყო ამ გუნდების პირველი მატჩის ანტიგმირი - ბელგიელმა 1:2-ზე ორი-სამი მეტრიდან ვერ გაიტანა ცარიელ კარში და ქულა დააკარგვინა თავის გუნდს.

შესაძლოა, "ვოლფსბურგი" იმ მატჩში მართლაც იმსახურებდა ქულას. საინტერესოა, რა მოხდება ამჯერად. ბოლო მომენტში ცნობილი გახდა, რომ "ბაიერნის" ტრავმირებულებს დაემატნენ რაფინია და რიბერი, რომლებიც ორ კვირას გამოტოვებენ, მაგრამ
ზამთრის პაუზისას "ბაიერნს" რამდენიმე მოთამაშე გამოუჯანმრთელდა. ასე რომ, შემადგენლობის დაკომპლექტების მხრივ, ხოსეპ გვარდიოლას პრობლემა არ შეექმნება.

ისიც ვთქვათ, რომ "ბაიერნს" ზედიზედ შვიდი ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული "მგლებისთვის", თან ამ სერიაშია ორი გამარჯვება ანგარიშით - 6:1.

სავარაუდო შემადგენლობები
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი, ვიეირინია, დე ბრუინი, პერიშიჩი, დოსტი.
ბაიერნი: ნოიერი, როდე, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ჩაბი ალონსო, რობენი, მიულერი, შვაინშტაიგერი, გიოტცე, ლევანდოვსკი.

* * *
ამ ტურში კიდევ ერთი ცენტრალური მატჩია, რომელიც, შესაძლოა, უფრო დიდ ინტერესს იწვევს, ვიდრე ჩემპიონის თამაში. ყველას აინტერესებს, რა ფორმაში ხვდება "დორტმუნდი" მეორე წრეს და პაუზის შემდეგ პირველსავე მატჩში იურგენ კლოპის გუნდს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. "ბორუსიამ" რევანში უნდა აუღოს "ლევერკუზენს" პირველ წრეში საშინაო მარცხის გამო.

დორტმუნდელები ამაზე ხელსაყრელ მომენტს ვერ იპოვიდნენ. საქმე ისაა, რომ აზიის თასზე იმყოფებიან და მასპინძლებს ვერ დაეხმარებიან რობი კრუსი და ჰეონ-მინ სონი. განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის დანაკლისი იქნება თვალშისაცემი. გარდა ამისა, სეზონის პირველ ნახევარში "ბაიერს" ფორვარდის პრობლემა ჰქონდა. დაავიწყდა გოლების გატანა კისლინგს და ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები დრმიჩმა. მოკლედ, "ლევერკუზენში" ბევრი რამ არის დასალაგებელი.

"დორტმუნდი" კი მაქსიმალურად ეცდება, მეორე წრე მოგებით დაიწყოს. ესპანეთში შეკრებაზე გუნდი ფიზიკურ ამტანობასა და ტაქტიკურ სქემებზე მუშაობდა, კერძოდ, კონტრშეტევების დახვეწაზე. მოედნის ცენტრში უპირატესობა ენიჭებოდა გიუნდოგანისა და შაჰინის წყვილს. თუ გერმანულ პრესას ვერწმუნებით, ისინი კარგად გამოიყურებოდნენ.

მინიმუმ ზაფხულამდე დარჩნენ გუნდში როისი და ჰუმელსი. "ბორუსიაში" ახალი სისხლიცაა: შემტევი ნახევარმცველი კამპლი... მოკლედ, კლოპის გუნდში ბევრი პოზიტივია და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს უშუალოდ მოედანზე.

სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, დრმიჩი, კისლინგი.
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, შაჰინი, გიუნდოგანი, კამპლი, როისი, მხითარიანი, ობამეიანგი.

* * *
მე-18 ტურიდან კიდევ ერთი შეხვედრის გამოყოფა შეიძლება: "შალკე"-"ჰანოვერი". რობერტო დი მატეოს გუნდში კვლავაც ბევრი ტრავმირებულია - ჯერ ვერ გამოჯანმრთელდნენ დრაქსლერი, ფარფანი, გორეტცკა... ამას დაემატა პირველი წრის ბოლოს ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჩუპო-მოტინგის აფრიკის თასზე გამგზავრება.

ამიტომაც "ჰანოვერთან" მეორე ფორვარდად ბოატენგი ითამაშებს. ასევე, "შალკეს" მეკარის პრობლემა შეექმნა - ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან ფერმანი და ახლა კარის დაცვა ერთ დროს პერსპექტიულ, მაგრამ ახლა უთამაშებელ ფაბიან გიფერს მოუწევს. მაგრამ არის მატებაც - დებიუტი უნდა ჰქონდეს "მანჩესტერ სიტიდან" აყვანილ მცველს, ნასტასიჩს.

რაც შეეხება "ჰანოვერს", ამ გუნდს პირველ წრეში შეტევაში უჭირდა და ამის გამო დააბრუნეს კოტდივუარელი ფორვარდი დიდიე ია კონანი. სხვა მხრივ, თაიფუნ ქორქუთის გუნდში ცვლილებები არ მომხდარა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ
30 იანვარი. პარასკევი
ვოლფსბურგი-ბაიერნი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გილავოგი, ფელიპე, ოხსი, ოლიჩი - ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი, რაფინია
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 მატჩი: +3=5-27 (28-77)

31 იანვარი. შაბათი
შალკე-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერმანი, აოგო, აიჰანი, კოლაშინაცი, დრაქსლერი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი - ანდრეასენი, მილერი, ჰოფმანი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 მატჩი: +25=10-16 (86-62)

მაინცი-პადერბორნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარკი (აზიის თასი), მორიტცი, ნედელევი, კოო - დუკში, ბერტელსი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (2-2)

ფრაიბურგი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრმაში, მიტროვიჩი, კემპფი, ბატცი - ჯაკპა, იგნიოვსკი, ვალდესი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 მატჩი: +9=3-11 (27-32)

შტუტგარტი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიუდიგერი, დიდავი, გრუესო - ჰანი, ტრაორე (აფრიკის თასი)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 მატჩი: +37=28-24 (152-113)

ჰამბურგი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბეჰრამი
ტრავმა: ჰოლტბი, იუნგი, კლებერი, დიკმაიერი - ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 მატჩი: +34=24-29 (138-137)

ლევერკუზენი-დორტმუნდი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სონი (აზიის თასი), კრუსი (აზიის თასი), იედვაი - ლანგერაკი (აზიის თასი), ს. ბენდერი, დურმი, კელი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 მატჩი: +26=20-25 (108-103)

1-ლი თებერვალი. კვირა
ვერდერი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჰოსოგაი
ტრავმა: ბუში, პრიოდლი, მაკიადი (აფრიკის თასი) - ბაუმიოჰანი, ბენ ჰატირა, ჩიგერჩი, ბურხერტი, კალუ (აფრიკის თასი)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 მატჩი: +32=12-19 (113-77)

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიტცი, მორავეკი, ბაბა (აფრიკის თასი), მატავჟი, მიოლდერსი, ჰონგი, რაინჰარდტი - ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +2=2-3 (6-9)

ბომბარდირები: 13 - მაიერი (აინტრახტი); 10 - რობენი (ბაიერნი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე); 8 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ოკაზაკი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი), სეფეროვიჩი (აინტრახტი), ხოსელუ (ჰანოვერი), კრუზე (გლადბახი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული