ბუნდესლიგა. XXIII ტური: იურგენ კლოპი - დღეს დიდი დღეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ბორუსია (დ)-შალკე 3:0

28 თებერვალს გერმანული ბუნდესლიგის 6 შეხვედრა გაიმართა.


ტურის ცენტრალური დაპირისპირება "სიგნალ იდუნა პარკზე" შედგა, სადაც რურის დერბიში "დორტმუნდმა" "შალკეს" უმასპინძლა.

ტოტალური უპირატესობის მიუხედავად, "ბორუსია" ვერ უტანდა დაცვაში კარგად მოთამაშე სტუმართა გუნდს, მაგრამ ბოლოსკენ მეტოქე მაინც გაარღვია - 3:0.

გოლები პიერ ემერიკ ობამეიანგმა, ჰენრიხ მხითარიანმა და მარკო როისმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სომეხმა ნახევარმცველმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ეს "დორტმუნდის" ზედიზედ მეოთხე მოგება იყო ბუნდესლიგაში.

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "ეს ის თამაშია, რაზეც ვოცნებობდი. დღეს "ბორუსიასთვის" დიდი დღეა. ყველა
დიდხანს ელოდა მხითარიანის ასეთ კარგ თამაშს".

რობერტო დი მატეო (შალკე): "მძიმე დღეა, "შალკეს" ფანებს უნდა მოვუბოდიშოთ, პირველ რიგში, სუსტი თამაშისთვის".

"აინტრახტმა" ალექსანდერ მაიერის დუბლის წყალობით "ჰამბურგი" 2:1 დაამარცხა. მაიერი ბომბარდირთა დავის ლიდერ არიენ რობენს (17 გოლი) დაეწეოდა, ბოლოს პენალტი რომ გაეტანა, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა და ჰეთ თრიკი ვერ შეასრულა.

დორტმუნდი-შალკე 3:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (78), 2:0 მხითარიანი (79), 3:0 როისი (86)

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 1:0
გოლი: 1:0 როლფესი (33)

ჰოფენჰაიმი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 ფოლანდი (55), 2:0 პოლანსკი (76)

ჰანოვერი-შტუტგარტი 1:1
გოლები: 0:1 გენტნერი (52), 1:1 შტინდლი (70)
გაძევება: შტინდლი (90. ჰანოვერი), ჰარნიკი (90. შტუტგარტი)

ჰერტა-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კალუ (88)

აინტრახტი-ჰამბურგი 2:1
გოლები: 1:0 ა. მაიერი (12-პენ), 1:1 შტიბერი (45), 2:1 ა. მაიერი (54)
გაძევება: ოსტრზოლეკი (64. ჰამბურგი)

1. ბაიერნი - 58 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 47; 3. გლადბახი - 37; 4. ლევერკუზენი - 36; 5. შალკე - 35.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული