გერმანიაში შესაძლოა დიდი დოპინგ-სკანდალი აგორდეს

AutoSharing Option
ინტერნეტგამოცემა SPORT1-ის ინფორმაციით, გერმანიაში დიდი დოპინგ-სკანდალი უნდა აგორდეს.

როგორც იუწყებიან, ფრაიბურგის უნივერსიტეტში შექმნილია სპორტული მედიცინის კომისია. ის დოპინგ-საკითხებით არის დაკავებული და გამოვიდა განცხადებით, რომელიც "ფრაიბურგსა" და "შტუტგარტს" უკავშირდება.

კომისიას მოჰყავს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში, ამ კლუბების ფეხბურთელები აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ. იმასაც აღნიშნავენ, რომ დასახელებული კლუბები დოპინგის შექმნას აფინანსებდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით ნებისმიერი დიდი გუნდი აფინანსებს და ქმნის ახალი სახეობის დოპინგს. შეადარეთ ერთმანეთს თუნდაც 20-30 წლის წინანდელი მატჩების ჩანაწერები და დღევანდელი თამაშის ტემპი. ეს მარტო ფიზიკური წვრთნით არ მიიღწევა. იმიტომაც არის, რომ 28-30 წლის ვარსკვლავი 50 წლის ადამიანს ჰგავს.
pele
16:08 04-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული