ბუნდესლიგა. XXVI ტური: "ლევერკუზენის" დიდი განაცხადი [VIDEO]

AutoSharing Option
21 მარტს გერმანული ბუნდესლიგის 26-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ჰანოვერის" ლარს შტინდლის დუბლი რომან ვაიდენფელერის კარში არ აღმოჩნდა საკმარისი, "ბორუსიამ" სტუმრად 3:2 იმარჯვა გუნდთან, რომელიც მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩა.

დორტმუნდელთა რიგებში დუბლი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ერთი გოლიც იაპონელი შინჯი კაგავას ანგარიშზეა.

დიდ ინტერესს იწვევდა დაპირისპირება გელზენკირხენში, სადაც "შალკე" "ლევერკუზენს" მასპინძლობდა. გერმანიის ნაკრების წევრის, ქარიმ ბელარაბის ერთადერთმა გოლმა მახვილი კუთხიდან გამარჯვება როჯერ შმიდტის გუნდს მოუტანა - 0:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰანოვერი-დორტმუნდი 2:3
გოლები: 0:1 ობამეიანგი (19), 1:1 შტინდლი (31), 1:2 კაგავა
(57), 1:3 ობამეიანგი (61), 2:3 შტინდლი (82)
გაძევება: ბიტენკურტი (55. ჰანოვერი)

ფრაიბურგი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 შმიდი (71), 2:0 პეტერსენი (84)

შტუტგარტი-აინტრახტი 3:1
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (51), 1:1 გინჩეკი (63), 2:1 გინჩეკი (66), 3:1 მაქსიმი (80)

კიოლნი-ვერდერი 1:1
გოლები: 0:1 ზელკე (27), 1:1 ლემანი (88-პენ)

პადერბორნი-ჰოფენჰაიმი 0:0
გაძევება: ბიჩაკჩიჩი (65)

შალკე-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 ბელარაბი (35)

1. ბაიერნი - 64 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 53; 3. გლადბახი - 44; 4. ლევერკუზენი - 42; 5. შალკე - 39.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული