"ჰანოვერის" ლარს შტინდლის დუბლი რომან ვაიდენფელერის კარში არ აღმოჩნდა საკმარისი, "ბორუსიამ" სტუმრად 3:2 იმარჯვა გუნდთან, რომელიც მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩა.
დორტმუნდელთა რიგებში დუბლი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ერთი გოლიც იაპონელი შინჯი კაგავას ანგარიშზეა.
დიდ ინტერესს იწვევდა დაპირისპირება გელზენკირხენში, სადაც "შალკე" "ლევერკუზენს" მასპინძლობდა. გერმანიის ნაკრების წევრის, ქარიმ ბელარაბის ერთადერთმა გოლმა მახვილი კუთხიდან გამარჯვება როჯერ შმიდტის გუნდს მოუტანა - 0:1.
ჰანოვერი-დორტმუნდი 2:3
გოლები: 0:1 ობამეიანგი (19), 1:1 შტინდლი (31), 1:2 კაგავა
გაძევება: ბიტენკურტი (55. ჰანოვერი)
ფრაიბურგი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 შმიდი (71), 2:0 პეტერსენი (84)
შტუტგარტი-აინტრახტი 3:1
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (51), 1:1 გინჩეკი (63), 2:1 გინჩეკი (66), 3:1 მაქსიმი (80)
კიოლნი-ვერდერი 1:1
გოლები: 0:1 ზელკე (27), 1:1 ლემანი (88-პენ)
პადერბორნი-ჰოფენჰაიმი 0:0
გაძევება: ბიჩაკჩიჩი (65)
შალკე-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 ბელარაბი (35)
1. ბაიერნი - 64 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 53; 3. გლადბახი - 44; 4. ლევერკუზენი - 42; 5. შალკე - 39.