ბუნდესლიგა. XXXII ტური: ხოსეპ გვარდიოლას კარიერის ანტირეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
9 მაისს გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" მოულოდნელი მარცხი იგემა შინ "აუგსბურგთან" - 0:1. მე-13 წუთზე პეპე რეინამ საჯარიმოში იუხეშა და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, ხოლო ესპანელი გოლკიპერი გააძევეს. მაგრამ სტუმრებმა ნოიერის კარში პენალტი ვერ გაიტანეს.

რიცხობრივმა უპირატესობამ მაინც თავისი გაიტანა და 71-ე წუთზე რაულ ბობადილიამ გამარჯვების გოლი გაიტანა ჩემპიონთა კარში.

ამ წაგების მერე ხოსეპ გვარდიოლამ, რომელსაც "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ, კარიერის ანტირეკორდი დაამყარა - მწვრთნელის რანგში ზედიზედ მეოთხედ პირველად წააგო (აქ თასზე პენალტების სერიაში მარცხიც იგულისხმება).
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ტურის ცენტრალური მატჩი მიონხენგლადბახში გაიმართა, სადაც "ბორუსიამ" პირწმინდად აჯობა "ლევერკუზენს" - 3:0. გოლები მაქს კრუზემ, პატრიკ ჰერმანმა და იბრაჰიმა ტრაორემ გაიტანეს. "გლადბახი" ამ მოგებით მეორე ადგილზე გადავიდა ცხრილში.

დორტმუნდში "ბორუსიამ" ნევენ სუბოტიჩისა და ერიკ დურმის გოლებით "ჰერტას" მოუგო - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "რომ მცოდნოდა, რომ ასეთ მაგარ ფორმაში შევიდოდით, განცხადებას ჩემს წასვლაზე წლის დასაწყისშივე გამოვაქვეყნებდი".

ბაიერნი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ბობადილია (71)
გაძევება: რეინა (13. ბაიერნი)
შენიშვნა: ვერჰაეგმა (აუგსბურგი) ვერ გაიტანა პენალტი - 15

დორტმუნდი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 სუბოტიჩი (9), 2:0 დურმი (47)

გლადბახი-ლევერკუზენი 3:0
გოლები: 1:0 კრუზე (50), 2:0 ჰერმანი (81), 3:0 ტრაორე (88)

ჰანოვერი-ვერდერი 1L:1
გოლები: 1:0 შტინდლი (21), 1:1 იუნუზოვიჩი (78)

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 1:0 ოჩიპკა (18), 2:0 სეფეროვიჩი (27), 3:0 ჩანდლერი (34), 3:1 ფოლანდი (51)

შტუტგარტი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 დიდავი (66), 2:0 კოსტიჩი (78)

1. ბაიერნი - 76 ქულა; 2. გლადბახი - 63; 3. ვოლფსბურგი - 62; 4. ლევერკუზენი - 58; 5. აუგსბურგი - 46.
ასევე დაგაინტერესებთ