ბუნდესლიგა. XXXIII ტური: "ბაიერნი" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
16 მაისს გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურის ყველა მატჩი ერთდროულად გაიმართა.

დორტმუნდის "ბორუსია" სტუმრად "ვოლფსბურგთან" დამარცხდა - 1:2. მასპინძელთა რიგებში თავი დანიელ კალიჯურიმ და ნალდომ გამოიჩინეს, სტუმართა გოლი კი პენალტის ნიშნულიდან პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვლავ დამარცხდა "ბაიერნი", რომელიც "ფრაიბურგთან" შეხვედრაში ბასტიან შვაინშტაიგერმა დააწინაურა. ადმირ მეჰმედიმ და ნილს პეტერსენმა გადარჩენისთვის მებრძოლ "ფრაიბურგს" მოაგებინეს. "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ფრაიბურგის" ფეხბურთელები უფრო მოწადინებულნი იყვნენ, ისინი ბევრს იბრძოდნენ. მას მერე, რაც ჩემპიონის ტიტული გავინაღდეთ, ძალიან გაგვიჭირდა.
დარჩა მხოლოდ ერთი მატჩი და მერე შვებულებაა".

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" სტუმრად 2:0 მოუგო "ვერდერს" რაფაელის დუბლით და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.

შალკე-პადერბორნი 1:0
გოლი: 1:0 ჰიუნემაიერი (88 ს. კ.)

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:0
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (45), 2:0 კისლინგი (61)

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 კალიჯური (1), 1:1 ობამეიანგი (11-პენ), 2:1 ნალდო (49)

მაინცი-კიოლნი 2:0
გოლები: 1:0 კოო (47), 2:0 სამპერიო (83)

აუგსბურგი-ჰანოვერი 1:2
გოლები: 0:1 შტინდლი (24), 1:1 ჰიტცი (30-პენ), 1:2 შტინდლი (54)
გაძევება: საკაი (77. ჰანოვერი), ვერჰაეგი (90. აუგსბურგი), ბობადილია (95. აუგსბურგი)

ჰერტა-აინტრახტი 0:0

ვერდერი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 რაფაელი (53), 0:2 რაფაელი (85)

ფრაიბურგი-ბაიერნი 2:1
გოლები: 0:1 შვაინშტაიგერი (13), 1:1 მეჰმედი (33), 2:1 პეტერსენი (89)

შტუტგარტი-ჰამბურგი 2:1
გოლები: 0:1 კაჩარი (12), 1:1 გენტნერი (27), 2:1 ჰარნიკი (35)

1. ბაიერნი - 76 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 68; 3. გლადბახი - 66; 4. ლევერკუზენი - 61; 5. შალკე - 48.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული