ბუნდესლიგა. VIII ტური: "გლადბახს" ლუსიენ ფავრი უშლიდა?

AutoSharing Option
3 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

შაბათს მოწინავე სამი გუნდი არ თამაშობდა, "ვოლფსბურგი" მიომხენგლადბახში "ბორუსიას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რაც ლუსიენ ფავრი გაუშვეს, "გლადბახმა" ზედიზედ 3 მატჩი მოიგო, მანამდე კი სტარტზე ზედიზედ 5 მატჩი დათმო.

"ჰერტამ" შინ შეძლო "ჰამბურგის" განადგურება, ხოლო "ინგოლშტადტმა" მოუგო "აინტრახტს". ეს ორი გუნდი მეოთხე და მეხუთე ადგილებზე აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ კვირას ტურის ცენტრალური მატჩია "ბაიერნი" "დორტმუნდს" ეთამაშება.

გლადბახი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 ნორდტვეიტი (75), 2:0 ტრაორე (79)

ჰანოვერი-ვერდერი 1:0
გოლი: 1:0 ზანე
(55)

ჰერტა-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 კალუ (17), 2:0 იბიშევიჩი (76), 3:0 იბიშევიჩი (78)

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 2:2
გოლები: 1:0 ფოლანდი (33-პენ), 1:1 კლიმენტი (64), 2:1 ფოლანდი (77), 2:2 ვერნერი (90)

ინგოლშტადტი-აინტრახტი 2:0
გოლები: 1:0 გროსი (78), 2:0 ლექსი (84)

1. ბაიერნი - 21 ქულა; 2. დორტმუნდი - 17; 3. შალკე - 16; 4. ჰერტა - 14; 5. ინგოლშტადტი - 14.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული