ბუნდესლიგა. I ტური: ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქით დაიწყო, ანჩელოტიმ - იდეალურად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის სასტარტო შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა.

ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველი გოლი "ალიანც არენაზე" 26 აგვისტოს გამართული მატჩის მე-9 წუთზე გავიდა, მისი ავტორი კი ხაბი ალონსო გახდა.

მალევე მასპინძელთა რიგებში რობერტ ლევანდოვსკი გამოირჩა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე დუბლიც გაიფორმა (მე-14 და 46-ე წუთები). ამის შემდეგ თითოჯერ ფილიპ ლამმა (66) და ფრანკ რიბერიმ (73) გაიტანეს, საბოლოო წერტილი კი ისევ პოლონელმა თავდამსხმელმა დასვა - ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქი 77-ე
წუთზე, ზუსტი 11-მეტრიანით შეასრულა.

ამრიგად, კარლო ანჩელოტის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ბუნდესლიგაში ჩატარებული სადებიუტო მატჩი იდეალური გამოუვიდა.

ბუნდესლიგის პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ, 27 და 28 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული