13:44 27-08-2016
ბუნდესლიგა. I ტური: ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქით დაიწყო, ანჩელოტიმ - იდეალურად [VIDEO]
AutoSharing Option
ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველი გოლი "ალიანც არენაზე" 26 აგვისტოს გამართული მატჩის მე-9 წუთზე გავიდა, მისი ავტორი კი ხაბი ალონსო გახდა.
მალევე მასპინძელთა რიგებში რობერტ ლევანდოვსკი გამოირჩა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე დუბლიც გაიფორმა (მე-14 და 46-ე წუთები). ამის შემდეგ თითოჯერ ფილიპ ლამმა (66) და ფრანკ რიბერიმ (73) გაიტანეს, საბოლოო წერტილი კი ისევ პოლონელმა თავდამსხმელმა დასვა - ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქი 77-ე წუთზე, ზუსტი 11-მეტრიანით შეასრულა.
ამრიგად, კარლო ანჩელოტის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ბუნდესლიგაში ჩატარებული სადებიუტო მატჩი იდეალური გამოუვიდა.
ბუნდესლიგის პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ, 27 და 28 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული