ამბები "სიტის" ახალ ვარსკვლავ გაბრიელ ჟესუსზე

AutoSharing Option
თამაშობდა გარემოში და პატარა ბიჭებში როცა ბურთით ფაველებში ჟონგლიორობ, ბავშვთა გუნდებისთვის კრეატიული სახელების დასარქმევად დრო არ რჩება.

გაბრიელ ჟესუსი, რომელშიც "მანჩესტერ სიტიმ" 32 მილიონი ევრო გადაუხადა "პალმეირასს" (მოუგო კონკურენცია "ინტერსა" და "ბარსელონას"), სან პაულუს ჩრდილოეთით გაიზარდა და ადგილობრივი სკაუტების ყურადღება ტურბოშედეგიანობით მიიპყრო. "გარემო" და "პატარა ბავშვები" (Environmental და Little Kids) - მხოლოდ ორია რამდენიმე საბავშვო გუნდიდან, რომლებშიც ჟესუსი თამაშობდა. 15 წლის ასაკში, მან 29 გოლი გაიტანა სამოყვარულო ტურნირზე გუნდ "ანიანგუერას" შემადგენლობაში. უკვე მაშინ, ბიჭის საქმეებს აგენტი განაგებდა, რომელიც "პალმეირასს" 2013
წელს მოელაპარაკა. ჟესუსმა მაშინვე დაიწყო გოლების გატანა "მწვანეების" ახალგაზრდულ გუნდებში.

ერთი წლის შემდეგ ფანებმა ჟესუსის ძირითადში გადაყვანა მოითხოვეს და ამისთვის ონლაინპეტიციაც კი შეადგინეს. 2015 წლის მარტში, "პალმეირასის" მწვრთნელი დორივალ ჟუნიორი დანებდა, ბიჭი შემადგენლობაში შეიყვანა და უკან აღარ გამოუყვანია - ჟესუსი მაშინვე შეუცვლელი მოთამაშე გახდა.

სულ "პალმეირასის" მაისურით 59 მატჩში, გაბრიელმა 21 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი შეასრულა.

თამაშის სტილი
დადებითი მხარეები. ფეთქებადი მოთამაშე გრძელი ფეხებით - ბრწყინვალედ უსხლტება მცველებს ბურთიანად. ირჩევს პოზიციას ისე, რომ გაბარიტებით უფრო დიდ მეტოქესაც ართმევს ბურთს. დრიბლინგის მცოდნე, ეზოს სტილის მოთამაშე, ფლობს მცველების გასაბრიყვებელ ფინტებსა და ხრიკებს. ამასთან, ჟესუსს არ ავიწყდება ფეხბურთის არსი: როცა მახვილგონივრული პასი ლამაზ ფინტზე მნიშვნელოვანია, ის პირველს ირჩევს. ხანდახან კი უხამებს ერთმანეთს. ის არის ცენტრფორვარდის როლში მყოფი იმპროვიზატორი და თავისუფალი მხატვარი. გაბრიელი უპრობლემოდ გადაადგილდება ფლანგიდან ფლანგზე, მოედნის სიღრმეში, თამაშობს ოფსაიდის ხაზზე. მისი მუხლების მოქნილობა "ლივერპულში" ლუის სუარესის გარღვევებს მოგვაგონებს.

უარყოფითი მხარეები. მისი ნაკლი ის არის, რომ დაღვინება აკლია. გაბრიელი ხშირად გამოდის წყობიდან, სკანდალებს არ ერიდება და მსაჯებს საქმეებს ურჩევს. წაგების შემდეგ ტირის, მოგების შემთხვევაში კი მინდორზე ცხენივით დარბის. გარდა ამისა, როგორც ნებისმიერი ბრაზილიელი, "თეატრს" არ თაკილობს.

ჟესუსი - ოლიმპიური ჩემპიონი
"პალმეირასში" გარღვევის შემდეგ ვალდებულნი იყვნენ, გაბრიელი ბრაზილიის ნაკრებში მიეწვიათ. პირველი ნაბიჯი იყო 20-წლამდელთა გუნდი, 2016 წელს კი - ოლიმპიური ნაკრები. რიოს ოლიმპიადაზე ჟესუსმა ექვსივე მატჩი ითამაშა, ნეიმართან, გაბრიელ ბარბოზასთან და ლუანთან ერთად გადიოდა მოედანზე. "პალმეირასის" ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო დანიელთა განადგურებაში, ორი ბურთი გაუტანა ჰონდურასს, მთელი ფინალი ითამაშა გერმანიის წინააღმდეგ, მაგრამ პენალტების სერიის წინ შეცვალეს.

გამარჯვების მიუხედავად, ფორვარდი საკუთარი თამაშის გამო გაბრაზებული იყო. "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას არაფერი აქვს საერთო დაბალ შედეგიანობასთან. ვერ ვიტან გოლებს იმიტომ, რომ ვერ ვიტან. ბრაზილია კარგად თამაშობდა, მაგრამ გოლებს ვერ ვიტანდით. პირადად ჩემთვის ნაღვლიანია ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველთვის იოლი ვერ იქნება", - თქვა მოთამაშემ.

დებიუტი პირველ გუნდში
გაბრიელ ჟესუსი პირველივე წუთებიდან გავიდა მოედანზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ეკვადორის წინააღმდეგ - ცენტრფორვარდის პოზიციაზე. მთელი მატჩის განმავლობაში, ბიჭი გაუთავებლად ურტყამდა 20 მეტრიდან, აჩქარებებს აკეთებდა, ქუსლით თამაშობდა, მცველებს ატყუებდა. ჟესუსის მიერ მოპოვებული პენალტი ნეიმარმა გამოიყენა 72-ე წუთზე, 87-ზე გაბრიელმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა ქუსლით მახვილი კუთხიდან, კომპენსირებულ დროში კი შორიდან ძლიერადაც დაარტყა.

გაბრიელი - ბრაზილიის იმედი
პენტაკამპეონთა ლეგენდები ბედნიერებისგან ტირიან, როცა ჟესუსის თამაშს უცქერენ.

"ეს ბიჭი - ნამდვილი ტალანტია. ერთადერთი, რასაც მას ვეუბნები: ჯარიმები არ აიღო, ნუ გერიდება ბურთის მიღება და მასთან ერთად ყველაფრის კეთება. სხვა ყველაფერი აქვს. ის - ბედაურია. ნამდვილი ცხოველი", - ხარობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე.

"დღეს ის არის ჩვენი საუკეთესო მოთამაშე. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მთავარია, მეტ გამოცდილებას მიიღებს საერთაშორისო თამაშებში. ის დაიხვეწება, რადგან ევროპაში გადავა. იქ უფრო რთული ფეხბურთია. ასე რომ, მხოლოდ წინსვლა ელის", - ამბობს პელე.

"მე გაბრიელის ფანი ვარ. ვაკვირდები მას და საკუთარ თავს ვხედავ ახალგაზრდობაში. ძალიან პატარაა, მაგრამ უკვე წარმატებული და უმკლავდება პასუხისმგებლობის სერიოზულ ტვირთს. მას მთელი კარიერა წინ აქვს, მაგრამ ბიჭს უკვე აღფრთოვანებაში მოვყავართ იმით, რასაც მინდორზე აკეთებს. თუ ჟესუსი ყველა ჩემს რეკორდს მოხსნის, მაშინ ბევრ სიხარულს აჩუქებს ბრაზილიელ ხალხს", - ეს რონალდოს სიტყვებია.

გული პალმეირასთან დარჩა
ნოემბრის ბოლოს, "პალმეირასი" ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, ჟესუსმა კი ბოლო მატჩი ჩაატარა კლუბის შემადგენლობაში. თამაშის შემდეგ ბიჭმა იტირა და ოვაციების ფონზე მიკროფონში დაიყვირა: "ეს არ არის დამშვიდობება. მე ვამბობ: "შეხვედრამდე". არ დამივიწყოთ, რადგან მე თქვენ არასოდეს დაგივიწყებთ".

გაბრიელ ჟესუსი
სრული სახელი: გაბრიელ ფერნანდო დე ჟესუსი
დაბადების თარიღი: 3 აპრილი, 1997
დაბადების ადგილი: სან პაულუ (ბრაზილია)
სიმაღლე: 1.75 მ
პოზიცია: ფორვარდი
კლუბი: მანჩესტერ სიტი
ნომერი: 33
კარიერა
2015-16 პალმეირასი - 47 (16)
2017- მანჩესტერ სიტი - 3 (3)
2015- ბრაზილია U20 - 10 (2)
2015- ბრაზილია U23 11 (5)
2016- ბრაზილია 6 (4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული