სახლი მდებარეობს ჩეშირის საგრაფოში, "იუნაიტედის" ბაზიდან 20 წუთის სავალზე. პოგბას ეს შენაძენი 3.6 მილიონი დოლარი დაუჯდა. საინტერესოა, რომ ფეხბურთელმა 750 ათასი დააკლებინა, რადგან სახლის წინა მფლობელები 4.35 მილიონს ითხოვდნენ.
სახლი ისეა დაპროექტებული, რომ ცენტრშია აუზი, რომელიც სხვა ოთახებისგან გამოყოფილია შუშის კედლებით. აქვეა ხუთი საძინებელი, საუნა, ბილიარდის ოთახი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"